-->

ძველი აღთქმა

15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე; ყველა, კაინის ყოველი მკვლელი, შვიდგზის შურისგებული იქნება. და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს. 

«..შვიდგზის შურსგებული იქნება». კაენის დრტვინვას უფალი პასუხობს თავისი დიადი მოწმობით მისი ხელშეუხებლობის შესახებ და ჰპირდება, რომ შვიდგზის შურისგებული იქნება ყველა, ვინც მოკლავს კაენს. რიცხვი შვიდი, წმიდა წერილის ენაზე, ნიშნავს განუსაზღვრელობით რაოდენობას (ფს.11,7: “ვერცხლი შვიდჯერ გადახალისებული»; მათ.18, 22: მიუტევეთ “სამოცდაათჯერ შვიდგზის» და სხვ.). ამით ღმერთი, ერთის მხირვ, მიუთითებს კაცის კვლაზე, როგორც უმძიმეს დანაშაულზე და მის გამო პასუხისმგებლობის სიმძიმეზე, მეორეს მხრივ კი, გვიჩვენებს თავის უსაზღვრო მოწყალებას, რომლითაც იგი ცოდვილს იცავს სიკვდილისაგან და საშუალებას აძლევს გამოისყიდოს დანაშაული დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე
----------------------------------------

კენის გენეალოგია

კენმა შვა ენოქი
ენოქმა შვა ყირადი
ყირადმა შვა მეხუაელი
მეხუაელმა შვა მეთუშაელი
მეთუშაელმა შვა ლამექი

მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი ყადა და ცილა
ყადამ შვა იბალი

ცილამ შვა თუბალ კაენი

(კაენის შთამომავალნი კი, ცხადია, კაენს დაემსგავსნენ და იყვნენ ბოროტნი. იმათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი, სძულდათ ერთმანერთი, ახსოვდათ მარტო თავისი თავი და ბიწიერებით ცხოვრობდნენ. მათ შორის გავრცელდა შური, სიცრუე, ცილისწამება, გარყვნილება, შფოთი, მკვლელობა და სხვა ბოროტება. ამიტომ მათ სახელად დაერქვათ “ძენი კაცისანი)