ევსები კესარიელი, ევსები პამფილიელი (დ. 263 - გ. 340) — რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი 311 წლიდან. მსოფლიო-ისტორიული პროცესის ბიბლიურ-ქრისტიანული კონცეფციის ავტორი. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება, ისტორიული შრომები. თავის „ქრონიკაში“ მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას სამყაროს შექმნიდან 325 წლამდე.