-->

თეოდორე და ქრისტეფორე


ნეტარი გრიგოლი როდესაც გადაწყვიტა წასულიყო
თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი  დაიმოწაფა და წაიყვანა სამოღვაწეოდ
ერთ დღეს მონასტერსი ყოფნისას
თეოდორესა და ქრისტეფორეს საღვთო შური (ბაძვის, საღმრთო ბაძვის წადილი) აღეძრათ და თავადაც მოუნდათ მონასტრის აშენება. ისინი ჩუმად წავიდნენ აფხაზეთში და რამდენიმე ბერიც თან წაიყვანეს.
როცა მიაღწიეს სამცხეს, დაიმოწაფეს აზნაურ-მირიან დიდის ვაჟი სახელად არსენი. არსენი მხოლოდ ექვსი წლის იყო და მამის სახლში იზრდებოდა.
ბერებმა ბერის სამოსელით შემოსეს ყრმა და წავიდნენ აფხაზეთში.
აფხაზთა მეფე დემეტრემ ისინი დიდი პატივით მიიღო და კარგ ადგილას დაამკვიდრა.
თუმცა გრიგოლმა მოძებნა და უკან დააბრუნა 
შემდეგ მეორედ  თეოდორე და ქრისტეფორე ღამით, ფარულად წავიდნენ ხანძთიდან ქართლში და თან სხვა ძმებიც წაიყვანეს. მამა გრიგოლმა მაინც მოძებნა ისინი. ბერები ისევ მუხლებში ჩაუვარდნენ და შენდობა სთხოვეს. გრიგოლმა უთხრა:
- კეთილი არის თქვენი განზრახვა და თქვენს გვერდით მიგულეთ.
და წავიდნენ სამცხის და ქართლის მიწებზე მონასტრების ასაშენებლად. იპოვეს ორი ადგილი და ორივეგან ააშენეს სენაკები და მონასტრები.
ერთს, თეოდორესას უწოდეს განძა, ნეძშვი.ქრისტეფორემ კვირიკე. ორივე თავის აშენებულ მონასტერში დარჩა.