ხოლო მამა გრიგოლს სურდა მარტო დაყუდება, რადგან გაგონილი ჰქონდა უდაბნოში მყოფი განდეგილი მამებისა ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ (იგულისხმება წმინდა ცხოვრება).
იმ დროს ხანძთაში ცხოვრობდა განდეგილი ბერი ჰუედიოსი, კაცი მართალი და წმინდა. ამ ნეტარმა ჩვენება იხილა და ხმა ჩაესმა, რომ ამ ადგილებში აშენდება ეკლესია ღვთის კაცის, გრიგოლ მღვდლის მიერ.
ასევე ჩვენებით აუწყა ღმერთმა სანატრელ მამა გრიგოლს იმ ბერის (იგულისხმება ჰუედიოსი) სათნოება და ამ ადგილის მიცემა მისთვის.
სულიწმიდის წინამძღვრობით მოვიდა ხანძთას, წმინდა ბერთან ღვთის სასურველი ჩვენი მამა გრიგოლი. და როდესაც ერთმანეთი ნახეს, ორივემ ძლიერ გაიხარა. მაშინ ნეტარმა ბერმა (ჰუედიოსმა) თქვა:
“წმიდაო ღმრთისაო, ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით ჩემზე უფროსი. შენ უნდა იყო მწყემსი კეთილი ქრისტიანთა სამწყსოსი და თავად ღვთისგან ხარ წინამძღვრად ცხებული, რომელის წინაშეც უძლურია ეშმაკის ხრიკები, როგორც ობობის ქსელი ქარში.
განთიადისას დაათვარიელებინა (ხუედიოსმა გრიგოლს) ხანძთის შემოგარენი.
გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის სანახები.
როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს წმინდა ბერის ნახვის ამბავი. მივიდნენ ბერები ხანძთას და მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი .
მაშინ თქვა ბერმა: აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე მარტო ვიქნები (იგულისხმება განდეგილობა), ხოლო სულით კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების შესრულება მმართებს.
ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე, მახლობლად მცირე გამოქვაბულია, წამიყვანეთ იქ შენ და შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ დავასრულო. იმის პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე არ მომრავლდებით ამ ადგილას.
გრიგოლმა და მისმა საძმომ ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში და ილოცეს.
გადაკოცნეს ერთმანეთი დაემშვიდობნენ წმინდანს (ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას.
ერთად ჯვარი გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის დავაკება დაიწყეს, რადაგან კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო უმტკიცესია ხანძთის კლდე.