-->

ევსტათი მცხეთელის

მეექვსე საუკუნესი სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიაში და მცირე აზიაში ბატონობისათვის.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი იყო იუსტინიანე პირველი. მას თავისი ინტერესების გატარება სურდა მთელ კავკასიაში. ეგრისზე გავლენა ჰქონდა, თუმცა ცდილობდა ქართლის სამეფოზეც ჰქონოდა გავლენა, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან სჭირდებოდა დროებითი შესვენება მაინც აღმოსავლეთის ფრონტზე. ამიტომ ძალიან აწყობდა ზავი სპარსეთთან.

532 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის„საუკუნო ზავი“დაიდო, რომლის მიხედვით სპარსეთმა უარი განაცხადა დასავლეთ საქართველოზე, ქართლი კი სათარეშოდ მას დარჩა.

ბიზანტიასთან დადებული ზავით ისარგებლა შაჰმა და 535 წელს ქართლში მეფობა გააუქმა.

ტფილისში ირანის მარზპანი, - შაჰის წარმომადგენელი, - იჯდა, რომელიც განაგებდა ქართლს.

541წელს, ირანიდან  ქართლში მოვიდა ერთი სპარსი ახალგაზრდა. ის სარწმუნოებით იყო მაზდეანი, მოგვის, მაზდეანთა მღვდელმსახურის შვილი. სახელად ერქვა გვირობანდაკი.

გვირობანდაკი დასახლდა მცხეთაში. მისი პროფესია იყო ფეხსაცმელების კერვა.

ქართლში მაშინ ბევრი იყო წარმოშობით სპარსი. ციხეებშიც სპარსთა გარნიზონები იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვის, ანუ სპარსთა სასულიერო პირის შვილი იყო, გვირობანდაკი ინტერესდებოდა ადგილობრივი ხალხის, ქართველების, ქრისტიანების ცხოვრებით.

გავიდა ხანი, გვირობანდაკმა მიიღო ქრისტეს სჯული და ქრისტიანი ცოლი მოიყვანა. სპარსელთა სარწმუნოების ღალატი დამპყრობლების მხრიდან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, პირიქით, სპარსელებს სურდათ აღმოეფხვრათ ქრისტიანობა დაპყრობილ ქვეყანაში და მაზდეანობით უფრო მეტად განემტკიცებინათ თავისი ბატონობა ქართლში.

ერთხელაც მცხეთაში მაზდეანთა დღესასწაულზე მცხეთელმა ხელოსანმა სპარსებმა თავისი თანამემამულე გვირობანდაკიც მიიწვიეს

მან გაიცინა და უთხრა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება არის ქრისტიანობა და მე კარგა ხანია ქრისტეს ვაღიარებო.

მცხეთელმა სპარსელებმა იწყინეს და ევსტათის უჩივლეს მცხეთის ციხის სპარსული გარნიზონის უფროსთან, ციხისთავთან  მან დაიბარა ევსტათი.

თავიდან შეცბა ახალგაქრისტიანებული, თუმცა მერე დიდი რწმენით ძალა მოიკრიფა და ეახლა ციხისთავს. უსტამმა გამოკითხა სადაურობა და მიზეზი წინაპართა სარწმუნოებიდან განდგომისა.

ევსტათი მცხეთელმა უამბო თავისი თავგადასავალი.

ციხისთავი დაემუქრა, გაწამებ თუ არ დაუბრუნდები ჩვენს სარწმუნოებასო.

ევსთათიმ მტკიცედ განუცხადა, რომ ქრისტეს სიყვარულით ტანჯვისთვის განმზადებული იყო.

ციხისთავს არ ჰქონდა მისი დასჯის უფლება, ამიტომ გააგზავნა ტფილისში, ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან.

მაზდეანებმა ასევე ამცნეს ციხისთავს, რომ მცხეთაში სხვა სპარსელებიც  ცხოვრობდნენ, რომელთაც ქრისტიანობა მიეღოთ

ისინიც დაატყვევებინა მცხეთის ციხისთავმა და რვავე გაქრისტიანებული ქართლის მარზპანთან გააგზავნა.

რვა ქრისტიანი წარუდგინეს მარზპანს. ევსტათიმ ყველას მაგიერ განუცხადა რომ ქრიატიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამიტომ გავხდით ქრიასტიანებიო.

ამ განაცხადის შმდეგ ქართლის მარზპანი მკაცრად მოეპყრო დატყვევებულებს. ბრძანა მათთვის თმა და წვერი მოეპარსათ, გაეხვრიტათ ცხვირები, ჯაჭვები და ბორკილები დაედოთ , ეცემათ და საპყრობილეში ჩაეგდოთ.

იქვე განაცხადა - თუ რომელიმე მოინანიებდა და დაუბრუნდებოდა მაზდეანობას, დიდ საჩუქარს მისცემდა.
ორმა მათანმა  შეშინდნენ და უარყვეს ქრისტიანობა. სხვები მტკიცედ ერთგულებდნენ ქრისტეს. მაგრამ მათ საჩუქრები არ მისცა და ისე გაუსვა  გაათავისუფლა,

ექვსი თვე საპყრობილეში ისხდნენ გაქრისტიანებული სპარსები.

ამ პერიოდში სპარსეთის შაჰმა მარზპანი  თავისთან იხმო. გამგზავრების წინ მასთან მივიდნენ დიდებულები  და სთხოვეს გაეთავისუფლებინა ტყვე ქრისტიანები.

მარზპანი  დათანხმდა. სპარსელებს, როგორც ჩანს არ უნდოდათ გაემწვავებინათ სიტუაცია.

იმ ორს რომლემაც ვერ დაითმინეს და უარყვეს ქრისტიანობა  ცხოვრება გამწარებიათ, ერთი გაგიჟებულა, ხოლო მეორემ მათხოვრობაში გალია ცხოვრება.

სამი წლის მერე ქართლში მოვიდა ახალი მარზპანი  მასაც ეახლნენ დამსმენი სპარსები და მოითხოვეს გაქრისტიანებულების დასჯა.

როცა მცხეთიდან ტფილისს მიჰყავდათ წმინდა ევსტათი, მან იწინასწარმეტყველა, რომ თავს მოკვეთდნენ და დაემშვიდობა ოჯახს  ახლობლებს. მცხეთის ჯვარს რომ გაუწორდნენ, შესთხოვა უფალს მხეცთა საჯიჯგნად არ გაემეტებინა მისი ცხედარი და დაეფლათ მცხეთაში, სადაც გაქრისტიანდა. ოჯახის წევრები უკან მისდევდნენ და მისტიროდნენ ნეტარს.

გაიმართა ევსტათის საქმის განხილვა. მან უამბო მარზპანს  თავისი ცხოვრების შესახებ. მამა მოგვობას ასწავლიდა, მას კი სხვა სარწმუნოებების შესწავლაც უნდოდა. ამჩნევდა, რომ ცეცხლის თაყვანისცემა არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან ღმერთის შექმნილია ცეცხლიც, რომელიც წყალს შეუძლია ჩააქროს. ძიების დროს ის სინაგოგაშიც დადიოდა და სწავლობდა ებრაელთა სარწმუნოებას, შემდეგ ქრისტიანთა ეკლესიაშიც შევიდა. სამოელ არქიდიაკონი დაინტერესდა მისით. ჭეშმარიტების მძებნელმა სთხოვა და არქიდიაკონმა გააცნო მას ქრისტიანობა. შემდეგ სპარსი მოინათლა სამოელ II ქართლის კათალიკოსის მიერ

ქართლის მარზპანი ცდილობდა ევსტათი მცხეთელის დარწმუნებას, არ დაეობლებინა შვილები და დაბრუნებოდა მაზდეანობას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ბრძანა წაეყვანათ და ღამით თავი მოეკვეთათ, რათა ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისთვის და ცხედარი კი მხეცებისა და ფრინველთა საჯიჯგნად ქალაქგარეთ გაეტანათ.

ჯალათებმა სიკვდილის წინ ლოცვა მაინც აცალეს წმინდანს. არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ მაშინ მარზპანი მათ დასჯიდა სიკვდილით. მოკვეთეს თავი წმინდა ევსტათის, ქალაქგარეთ გაიტანეს და დატოვეს.

ქრისტიანებმა  ცხედარი იპოვეს გადაასვენეს მცხეთაში და დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში.

ეს მოხდა დაახლოებით 550 წელს.