-->

ათონის ლიტერატურული სკოლა

ძვ. ქართული საზღვარგარეთული კერათა შორის, ეროვნული კულტურის განვითარებისთვის, ყველაზე მეტი მნიშვნელობა ათონის ლიტერატურულ საღვთისმეტყველო  სკოლას ჰქონდა. აქ ითარგმნა და გადაიწერა მომეტებული ნაწილი იმ ლიტერატურული განძეულობისა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი მწერლობის ისტორია. არცერთ სამონასტრო დაწესებულებას არ ჰქონია ისეთი მნიშვნელობა, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს, ჩვენი მწერლობის კულტურის ისტორიაში.
ათონის მთაზე, უსპენკის მტკიცებით, ქართველები 787 წლის ახლოს, ცხოვრობდნენ. ქართველთა მონასტერი ათონზე დღემდე არსებობს „ათონის ივერთა მონასტერი“. რომლის დაარსების შესახებ ვიგებთ გიორგი ათონელის თხზულებაში. ათონელ ქართველთა საქმოანობა გახმაურდა და დაიწყო ქართელების გამგზავრება ათონში.
ქართველმა მოღვაწეებმა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ადრევე გააჩაღეს ათონზე. X საუკუნის 70-იანი წლებიდან მაინც, იოანესა და თორნიკეს ინიციატივით ფართოდ გაიშალა მუშაობა ხელნაწერთა გამრავლებისა და ძვირფასი ნუსხების დამზადების მიზნით. მათსავე დაკვეთით მუშაობდა ქართველ მწიგნობართა დიდი ჯგუფი. ათონის ლიტ. სკოლის დაარსება იოანეს ვაჟს, ექვთიმეს ხვდა წილად. არ დარჩენილა ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობის არც ერთი დარგი, მის განვითარება-გამდიდრებაში ექვთიმეს, აქტიური მონაწილეობა, არ მიეღო.
ათონის ლიტ. სკოლაში მთარგმნელობითი მუშაობა უმაღლეს დონეზე იყო. იქ წიგნები, როგორც ქართულიდან ბერძნულად, ასევე ბერძნულიდან ქართულად ითარგმნებოდა. იმავე სკოლაში, ექვთიმე ათონელმა საგანგებოდ შეიმუშავა მთარგმნელობითი პრინციპები, ის არჩევდა სათარგმნელ მასალას. ქართველი მკითხველის დონისა და მოთხოვნილების შესაბამისად და ავითარებდა მკითხველს.
ათონის ლიტ. სკოლის წყალობით, ქართული  ლიტერატურა მაღალ დონეზე ავიდა და გაიცნო უცხოელმა მკითხველმაც ქართული ლიტ. მემკვიდრეობა. ზემოხსენებულ ლიტ. სკოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უდიდესი წვლილი მიუძღვის  ქართული ლიტერატურის განვითარებაში.