სინკრეტიზმი (ბერძ. συγκρητισμός - გაერთიანება, შეუღლება) — რელიგიის ფორმა, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა რელიგიათა ელემენტები. ხშირად ხდება თეოლოგიისა და მითოლოგიის შერევა.
ელინიზმი — პირობითი ცნება, რომელიც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - პტოლემეების ეგვიპტის - დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.)
მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) — მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები.
თეოლოგია, ან ღვთისმეტყველება (ბერძ. θεολογία) — მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ. ღვთისმეტყველება წარმოიქმნება მხოლოდ ისეთი სწავლების ფარგლებში, როგორიცაა თეიზმი. ამიტომ, თეოლოგიაზე საუბრისას, იგულისხმება აბრაამისეული რელიგიები (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი). ძველი ტრადიციები, როგორიცაა, მაგალითად, ვედები, აგრეთვე განეკუთვნება თეიზმს. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე.
ქურუმი — წარმართული რელიგიური კულტების სასულიერო პირი, კერპთმსახური, ის,ვინც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდა.
ასიმილაცია
- დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესი. კონფლიქტები და უთანხმოებანი წარმოიშობა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების ძალადობრივ ა-ს, რაც ამ უმცირესობათა დენაციონალიზაციისკენაა მიმართული. შედეგი ხშირად სურვილის საპირისპიროა, ვინაიდან ა-ის მცდელობა აღვივებს ეთნიკურ თვითშეგნებას
- 1. კულტურული: ნაკლებად ცივილიზებული ან უფრო ,,სუსტი“ ხალხის კულტურის სრული ან ნაწილობრივი შთანთქმა უცხო კულტურის მიერ დაპყრობის, შერეული ქორწინებების და დამპყრობელ ეთნოსში დაპყრობილის მიზანიმართული ,,გათქვეფის“ (შერევის) გზით; ამ გზაზე უკანასკნელი ბასტიონია ენა, რომლის დაკარგვასთან ერთად ასიმილირებული კულტურაც იღუპება.