-->

რელიგიური სიტუაცია რომის იმპერიაში იულისუ-კლავდიუსების მმართველოვის პერიოდში



მსოფლიოს არ ახსოვს სხვადასხვა წარმომავლოვის იმდენი ღმერთი ერთად, რამდენიც რომის იმპერიას, აქ თანაარსებობდნენ აღმოსავლური და დასავლური ღვთაებები
რომი მიესალმებოდა ყოველივეს, რაც სახელმწიფო ძლიერებას არ შეარყევდა, თუნდაც ძველი რომაული რელიგიის პოზიციების დათმიბითაც.
რელიგიური სინკრეტიზმის პროცესი კი სახელმწიფო ინტერესებს პასუხობდა.
შედეგად მომდევნო ხანებში , ღვთაებების თანაარსებობის შედეგად, ხდება მათი ერთმანეთთან შეერთება, შერწყმა და მათი საერთი ქურუმების არსებობაც კი.
საერთოდ სინკრეტიზმის პროხესი პოლითეისტური რელიგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებას წარმოადგენს.
იულიუს კლავდიუსების დინასტიის წარმომადგენელ იმპერატორებს კარგად ესმოდათ რელიგიის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, შესაბამისად მსოფლიო იმპერიას ერთიანი რელიგიური სისტემის შემუშვება სჭირდებოდა,
ამიტომ სახელმწიფო უმაღლესი საერო მოხელის გაღმერთების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი  რაც რომში იმპერატორის კულტში გამოიხატა, იგი იმპერიის ყველა პროვინციაში გავრცელდა, სადაც  იმპერატორის კულტის წინამორბედათ შეგვიძლია ალექსანდრე მაკედონელის გაღმერთება მივიჩნიოთ, ვინც თავი ღმერთებს გაუტოლა  და ღვთაებრივი თაყვანისცემა მოითხოვა.
ავგუსტუსის მთავარ ამოცანად მიიჩნეოდა იულიუსების გვარის ღვთაებრიობის აღიარება, რაც იმთავითვე საკუთარი თავის გაღმერთებასაც ნიშნავდა ამიტომ იგი ეწეოდა წინაპრების პროპაგანდას.
რომში თანდათან ყალიბდება სწავლება იმის შესახებ, რომ  ღმერთებმა სწორედ იმპერატორები აირჩიეს დედამიწაზე საკუთარ წარმომადგენლებად აქედან გამომდინარე ღვთაებრივი იმპერატორისადმი რწმენა და ერთგულება გაიგივებულ იქნა და მისი უდიდებულესობის შეურაცყოფა სახელმწიფო ღალატის ტოლფასი გახდა..