ვახტანგი ქართლში V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა. იგი 7 წლის იყო როდესაც გარდაეცვალა მამა მეფე მირდატი. სამეფო კარს ურთულესი პრობოლემები ჰქონდა გადასაწყვეტი. დიდაზნაურები მეფეს არ ემორჩილებოდნენ, მათი გავლენა ვრცელდებოდა ეკლესიიაზეც.
ვახტანგის გამეფების პირველ წლებში საქართველოს იმიერკავკასიიდან თავს დაესხნენ ალან-ოსები რომლებმაც სასტიკად მოარბიეს ქვეყანა და ტყვედ წაიყვანეს მეფე ვახტანგის და მირანდუხტი. საქართველოს წინააღმდეგობის უნარი დაკარგული ჰქონდა რადგან ირანელებს დიდი რაოდენობით მეომრები გაჰყავდა, ასევე ქვეყანა კვლავ იხდიდა მძიმე ხარკს. ირანი აკონტროლებდა ქართლის მეფის მოქმედებას, ასევე ქვეყნის საშინაო საქმეებშიც ერეოდა კერძოთ ცდილობდა ქართლის დიდაზნაურების გადაბირებას და ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას.
მას შემდეგ რაც ვახტანგი სრულწლოვანი შეიქმნდა მან სწორად შეაფასა ქვეყანასი არსებული ვითარება და უპირველეს ყოვლისა მიზნად დაისახა კავკასიონის გადმოსასვლელების კვლავ დაუფლება და გამაგრება რადგან ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ურდოები დიდ ზიანს აყენებდნენ თვით ირანის ტერიტორიასაც. ვახტანგმა ირანს დამხმარე ძალა გამოსთხოვა და დიდი ლაშქრობა მოაწყო იმიერკავკასიაში, ქართველებმა დაამარცხეს ალან-ოსები და მირანდუხტიც გაანთავისუფლეს ტყვეობიდან.
ამი შემდეგ ქართველებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელები, ვახტანგმა განსაკუთრების გაამაგრა დარიალის კარი. ვახტანგი ასევე გადავიდა დასავლეთ საქართველოში და სვანეთის და ეგრისის დიდი ნაწილი დაიქვემდებარა
ვახტანგმა ბიზანტიასაც შეუტია და კლარჯეთი დაიბრუნა იქ მან შექმნა თავისი საერისთავო რომლის ცენტრად აქცია მის მიერ აგებული ციხე-ქალაქი არტანუჯი
ასევე მან შემოიერთა ჰერეთი და მის ჩრდილოეთით არსებული წუქეთი და აქაც თავისი საერისთავოები შექმნა.
ამრიგად მეფემ ვახტანგმა წინდახედული პოლიტიკიტ ირანის ძალის დახმარებით და არა მისდამი დაპირისპირებით თავის ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა.
მეფე ვახტანგი ხშირად მონაწილეობდა ქართველთა ლაშქრით ირანის სამხედრო მოქმედებებში როდესაც რამდენიმე (7.წ) წლის შემდეგ ირანის საომარი ოპერაციებიდან დაბრუნებულ ვახტანგს საქართველოში მძიმე მდგომარეობა დახვდა,
სპარსელები კვლავ ცდილობდნენ კავკასიის ხალხების სრულ დაპყრობას სომხეთში და ალბანეთში მეფობა გაუქმებული იყო და იგივე ემუქრებოდა ქართლსაც ამას ემატებოდა დიდაზნაურთა ურჩობაც. (რომლის მაგალითია ვარსქენ პიტიახში)
ამიტომ მეფემ დაიწყო მზადება ირანელებისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის.
მან პირველრიგში შეუტია ქართლში არსებულ მაზდეანობას როდესაც განახლდა ორან ბიზანტიის ერთ- ერთი ომი ვახტანგს ირანის ხელისუფლებამ სამხედრო ვალდებულების შესრულება მოსთხოვა და რადგან უარი მიიღო ქართლში ირანის ლაშქარი შემოვიდა მბრძოლა ოთხი თვე მიდინარეობდა შემდეგ მოვიდა ბიზანტიის დამხმარე რაზმი მებრძოლ მხარეებთან კეისრის დესპანი მივიდა და დაზავება ურჩია მეფე დათანხმდა ვასალის ყველა პირობის შესრულებით, სამაგიეროთ მან მოითხოვა ქართლიდან მაზდიანობის ამოკვეთა ირანიც დათანხმდა რადგამ მათ ბრზოლებში სერიოზული წინააღმდეგობა მიიღეს და ვითარება აღარ გაამწვავეს.
შემდეგ მან ეკლესიას მიაქცია ყურადღება რომელთა მსახურებიც დიდაზნაურთა მხარეს იყო მან არაერთი ურჩი და უღირსი ეპისკოპოსი გადაყენა , ამავე დროს ვახტანგი ახალ საეპისკოპოსოებს აარსებდა. მეფემ მიზნად ქართული ეკლესიის ავტოკეფალის მოპოვება განიზრახა და მოლაპარაკბების შედეგად კონსტატინეპოლიდან კათალიკოსად პეტრე მოიწვია რომელიც ახლად აგებულ სვეტიცხოველში აკურთხეს.
ასევე მან დაიწყო თბილსის შენება რომელიც მისმა მემკვიდრემ დაჩიმ დაასრულა და დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა