მართლმადიდებელი ლიტურგიკის მთავარი ამოცანა მდგომარეობს:
პირველი - მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების განმარტებაში
განმარტვავს რა საღმრთი ლიტურგიას სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება,
ამ მსახურების ყოველ ნაწილში უნდა დაინახოს ადამიანის შერიგება ღმერთთან,
ხოლო საღმრთო საიდუმლოებების განმარტებისას უნდა აჩვენოს რომ ხილული მოქმედებები და ნივთები, მხოლოდ ნიშნები ანუ იარაღია, რომლითაც სულიწმინდის უხილავ მადლს მოიპოვებს ჩვენი სული,
საერთოდ ყველა საეკლესიო მსახურებას აქვს ერთი მთავარი დანიშნულება, რაც შეიძლება ხშირად მოგვწყვიტოს მიწიერი ამაოებისაგან და აღამაღლოს ჩვენი გონება ზეციერისაკენ, ღვთაებრივისაკენ, ღვთისაკენ.
მეორე - ღვტისმსახურების განმარტებაში ნათლად უნდა გამოჩნდეს თუ რა გზებითა და საშვალებებით ვემზადებით მომავალ ცხოვრებაში ღმერთთან მარადიული თანაზიარებისათვის.
მაგალითად ღვთისადმი ლოცვითი მსახურება წინასახეა ზეცაშუ ჩვენი მარადიული მსახურების, საკურთხევლის წინ დგომა კი ჩვენი ღვთის წინაშე დგომა მომავალ ცხოვრებაში და ასე შემდეგ..
ასე რომ ლიტურგიკის ამოცანაა ღცთისმსახურება განმარტოს მჭვრეტელობითი, სულიერი, სიმბოლური, ზნეობრივი და დოგმატური თვალსაზრისით..
მესამე - ლიტურგიკამ უნდა წარმოაჩინოს რომ ღვთისმსახურება დაფუძნებულია ისტორიულ საწყისებზე, რომ მისი ძირითადი შედგენილობა ღვთაებრივი წარმოშობისაა და არ არის მხოლოდ ადამიანური გონების ნაყოფი
აჩვენის რომ საეკლესიო ყველა მსახურება უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მიუხედავათ იმისა რომ გარკვეული მიზეზების გამო მსახურებებმა დროში გარკვეული ცვლილებები განიცადეს არსით შინაგანათ უცვლელი დარჩა...
რათა ქრისტიანი ისტორიულად უფრო ღრმად გაერკვეს საეკლესიო მსახურების საიდუმლოებებში, როგორ და რისთვის სრულდება, რათა გარკვევის შემთხვევაში ადამიანი ივიწყებს ამქვეყნიურ საზრუნავს და მიისწრაფვის ზეციურისკენ..