ქართულ ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების ნაწილი ეწოდება.
ახალი ქართულის მიხედვით მეტყველების ნაწილებია:
- არსებითი სახელი: წიგნი, სიკეთე..
- ზედსართავი სახელი: ლამაზი, ჭკვიანი...
- რიცხვითი სახელი: ათი, მესამე, მეხუთედი...
- ნაცვალსახელი: მე, შენ, ჩვენ...
- ზმნა: ვმუშაობ, წერს, ხატავენ...
- ზმნიზედა: წინ, სულ, იქ...
- თანდებული: ვით, ზე, თან...
- კავშირი: და, ხან, რომ...
- ნაწილაკი: არც, ღა, თურმე...
- შორისდებული: ოხ, ეჰ, ოჰ...
ენაში არსებული სიტყვების უმეტესობა სრულმნიშვნელობიანია, ნაწილი კი –დამხმარე. სრულმნიშვნელობიან სიტყვებს თავიანთი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ. დამხმარე სიტყვები კი ცალკე არაფერს არ აღნიშნავენ. მათ ცალკე მნიშვნელობა არ აქვთ. 10 მეტყველების ნაწილიდან პირველი 6 სრულმნიშვნელობიანია, ხოლო დანარჩენი 4 – დამხმარე.
მეტყველების
ნაწილები
სრულმნიშვნელობიანი
დამხმარე
არსებითი სახელი
თანდებული
ზედსართავი სახელი
კავშირი
რიცხვითი სახელი
შორისდებული
ნაცვალსახელი
ნაწილაკი
ზმნა
ზმნიზედა
ჩამოთვლილი მეტყველების ნაწილებიდან ზოგი იცვლის ფორმას, ზოგი კი უცვლელი რჩება. ამის მიხედვით გამოყოფენ ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ მატყველების ნაწილებს.
მეტყველების
ნაწილები
ფორმაცვალებადი
ფორმაუცვლელი
არსებითი სახელი
თანდებული
ზედსართავი სახელი
კავშირი
რიცხვითი სახელი
შორისდებული
ნაცვალსახელი
ნაწილაკი
ზმნა
ზმნიზედა
ქართულ ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების ნაწილი ეწოდება.
მეტყველების
|
ნაწილები
|
სრულმნიშვნელობიანი
|
დამხმარე
|
არსებითი სახელი
|
თანდებული
|
ზედსართავი სახელი
|
კავშირი
|
რიცხვითი სახელი
|
შორისდებული
|
ნაცვალსახელი
|
ნაწილაკი
|
ზმნა
| |
ზმნიზედა
|
მეტყველების
|
ნაწილები
|
ფორმაცვალებადი
|
ფორმაუცვლელი
|
არსებითი სახელი
|
თანდებული
|
ზედსართავი სახელი
|
კავშირი
|
რიცხვითი სახელი
|
შორისდებული
|
ნაცვალსახელი
|
ნაწილაკი
|
ზმნა
|
ზმნიზედა
|
------------------------------------------------
არსებითი სახელი
ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა?
ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს - სულიერ და უსულო საგანთა სახელებს - დაესმით კითხვა რა?
თუ არსებითი სახელი ერთ საგანს აღნიშნავს, იგი მხოლობით რიცხვშია.
თუ არსებითი სახელი ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს, იგი მრავლობით რიცხვშია.
არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას შვიდნაირად იცვლება დაბოლოების მიხედვით. სახელის შვიდნაირად ცვლილებას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ეწოდება, თითოეულ სახეს კი ბრუნვა ჰქვია.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია:
სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი -ს
ნათესაობითი -ის
მოქმედებითი -ით
ვითარებითი -ად
წოდებითი -ო
სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.
სახელის ფუძე ან თანხმოვანზე ბოლოვდება, ან - ხმოვანზე. ამის მიხედვით არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები.
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა?
ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს - სულიერ და უსულო საგანთა სახელებს - დაესმით კითხვა რა?
თუ არსებითი სახელი ერთ საგანს აღნიშნავს, იგი მხოლობით რიცხვშია.
თუ არსებითი სახელი ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს, იგი მრავლობით რიცხვშია.
არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას შვიდნაირად იცვლება დაბოლოების მიხედვით. სახელის შვიდნაირად ცვლილებას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ეწოდება, თითოეულ სახეს კი ბრუნვა ჰქვია.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია:
სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი -ს
ნათესაობითი -ის
მოქმედებითი -ით
ვითარებითი -ად
წოდებითი -ო
სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.
სახელის ფუძე ან თანხმოვანზე ბოლოვდება, ან - ხმოვანზე. ამის მიხედვით არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები.
-----------------------------------
ზედსართავი სახელი
მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს საგნის თვისებას, ნიშანს.
-------------------------------------------------------------------
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი - ჰქვია სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს. ქართულ ენაში რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.
- რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა; რამდენი? - ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი, ასი და ა.შ..
- რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რიგით რომელი? - პირველი, მეორე, მესამე, მეათე, მეოცე, მეასე და ა.შ..
- წილობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან შეფარდებით. მისი კითხვაა; მერამდენედი? - მეორედი, მესამედი, მეათედი, მეოცედი, მეასედი და ა.შ..
--------------------------------------------------
ნაცვალსახელი
ისეთ სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის ნაცვლად იხმარება, ნაცვალსახელი ჰქვია.
- მე, ჩვენ, შენ, თქვენ, ის (იგი), ისინი, მან, მას (იმას, ამას), მათ პირის ნაცვალსახელებია.
- მე და ჩვენ პირველი პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ - მეორე პირისა, ის (იგი), ისინი, მან, მას (იმას, ამას), მათ - მესამე პირის ნაცვალსახელებია.
- ჩემი, ჩვენი, შენი, თქვენი, მისი (იმისი), მათი (ამათი) კუთვნილებითი ნაცვალსახელებია.
- ჩემი და ჩვენი პირველი პირისადმი კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი - მეორე პირისადმი კუთვნილებას, მისი (იმისი), მათი (ამათი) - მესამე პირისადმი კუთვნილებას.
-----------------------------------
ზმნა
- საგნის მოქმედების ან მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვა არის ზმნა
- ზმნა მხოლობით რიცხვშია, როცა ერთი საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას აღნიშნავს.
- ზმნა მრავლობით რიცხვშია, როცა ერთზე მეტი საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას აღნიშნავს.
- ზმნა იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით. პირი სამია: პირველი, მეორე და მესამე.
- ზმნის ცვლილებას პირისა და რიცხვის მიხედვით უღლება ჰქვია.
- ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები ფუძე ჰქვია.
- ზმნისწინი
- ზმნას შეიძლება დაერთოს ზმნისწინი, რომელიც მოქმედების მიმართულებას გამოხატავს. ზმნისწინებია: მი-, ა-, და-, შე-, გა-, გადა,- წა-, მო-, ამო-, წამო-, შემო-, გამო-, გადმო-, ჩამო-.
- თუ ზმნა ა-ზე იწყება, ა-ზე დაბოლოებული ზმნისწინის დართვისას ორი ა იყრის თავს: აკეთებ - გააკეთებ.
- დრო
- ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.
- ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?
- მაგ., ვწერ, ვხატავ.
- წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?
- მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.
- მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?
- მაგ., დავწერ, დავხატავ.
- -----------------------------------------------------------------------------------------------
ზმნიზედა
სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან დროს, ან გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება
- ზმნიზედა ჩვეულებრივ ზმნას ახლავს.
- ისეთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს, ადგილის ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? - იქ, იქიდან, იქითკენ.
- სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების დროს, დროის ზმნიზედაა. იგი უპასუხებს კითხვაზე: როდის? - გუშინ, ხვალ, ზედ.
- სიტყვა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება მოქმედება, ვითარების ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვაზე: როგორ? - კარგად, სწრაფად, ნელა, ჩქარა, თეთრად...
- თუ ზმნიზედა ვითარებითი ბრუნვის ფორმაა, ბოლოს დ უნდა: კარგად, მარდად, მშვიდად.
- თ იხმარება შემდეგი ზმნიზედების ბოლოს: წინათ, ზემოთ, ქვემოთ, გარეთ, შიგნით, ალბათ.
- --------------------------------------------------
თანდებული
მეტყველების უცვლელი ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელს და მართავს მას რომელსამე ბრუნვაში, აღნიშნავს საგნის მდგომარეობას, მიმართულებას და სხვა (-ზე, -ში, -კენ და ა.შ.).- -------------------------------------------------------------------------
კავშირი
სიტყვას რომელიც აერთებს ორ სიტყვას ან ორ წინადადებას
- კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ და სხვ.
ნაწილაკი
ბგერა ან ბგერათა ჯგუფი, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ სიტყვას ან მთელ წინადადებას და რამდენადმე უცვლის მნიშვნელობას
- -ც, -ღა, -მე, -ვე, -ოდე ნაწილაკებია, რომლებიც სიტყვასთან ერთად იწერება.
- ზოგი ნაწილაკი ცალკე იწერება. მაგალითად: ნუ ცელქობ, არ წავიდა, ვერ წავიდა, აღარ წავიდა, ვეღარ წავიდა...
შორისდებული
ბგერა ან ბგერათა ჯგუფი, რომელიც მთქმელის გრძნობას გამოხატავს.
- შორისდებულებია: ო, უუჰ, ვაი, ახ, ოხ, ჰო, ეჰ, ვიშ, ყოჩაღ, იჰ, ბიჭოს.
- შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება.
- ცალკე ხმარებული შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება.
- ერიჰაა! - შესძახა იმან. - ერიჰაა!
- ოჰო! - თქვა მეორემ.
- თუ შორისდებული წინადადების თავშია და დიდი გრძნობით და პაუზით არის წარმოთქმული, მის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, სხვა შემთხვევაში - მძიმე.
- უჰ! ეგეც კარგია, სხვა?
- ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!
- თუ შორისდებული მეორდება, თითოეულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება.
- ჰმ! ჰმ! - ხვნეშოდა მოხუცი.
- უჰ, უჰ, რა ცივა!
- უჰ, უჰ, უჰ, რა ყკბილია!