-->
ეპიგრაფიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვალითონიხემინაძვალიკერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.

ტოპოგრაფია

Gk. topos ადგილი და graphō ვწერ
1. გეოდეზიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მისი გაზომვისა და გეგმაზე ან რუკაზე გამოსახვის ხერხებს.
2. რომელიმე ქვეყნის ან ადგილის ზედაპირი და მისი ნაწილების, პუნქტების ურთიერთგანლაგება.

ტოპონიმიკა (ბერძნ. topos — ადგილი და onyma — სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეისწავლის ტოპონიმებს ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ მნიშვნელობას, აგებულებას და წარმომავლობას, განსაზღვრავს მათი გავრცელების არეს (ზოგჯერ ასაკსაც). ტოპონიმთა ერთობლიობას ტოპონომია ეწოდება.

ეთნონიმიკა (ბერძ. ἔθνος - ხალხი, ტომი და όνομα - სახელი), ლექსიკოლოგიის, კერძოდ, ონომასტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ეთნონიმებს ანუ ხალხების, ტომების საკუთარ სახელებს. ეთნონიმიკა განარჩევს სახელებს, რომელსაც ირქმევენ ხალხები და იმ სახელებს, რომელსაც არქმევენ მათ სხვა ხალხები თუ ტომები; მაგ., ეთნონიმი „ქართველი“