-->

დიაოხი და კოლხა


ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთის მხრიდან საქართველოს ესაზღვრებოდა მითანი და ასურეთი.   მითანი  ჩვ. წ. -აღ -მდე  XIII საუკუნეში განადგურეს ასურელებმა და დაიწყეს შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით აქ ისინი შეეჯახნენ დიდ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას დიაოხს.  ძვ. წ. 1112 წელს ასურეტის მეფე ტიგლატფილესერ  I-მა იაშქრა დიაოხის წინააღმდეგ რომელსაც სათავესი ედგა მეფე სიენი მას ეხმარებოდნენ მეზობელი ქვეყნების 60 მეფის ლაშქარი, მიუხედავათ ამისა სიენი დამარცხდა
ტიგლატფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფო სიძლიერე თანდათან ეცემა, დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათან იკრებს ძალას. ასურეთის სამეფო გასნაკუთრებით შეავიწრივა ურარტუს ახალწარმოქმნილმა სახელმწიფომ.
ურარტუს სამეფო წარმოიქმნა ძვ. წ. IX საუკუნესი სამხრეთ ამიერკავკასიაში მისი მეფე იყო მენუა მან დაარბია დიაოხის ქვეყანა და მეფე უტურფუსი დაიმორჩილა, მაგრამ დიაოხის მეფე მალევე აჯანყდა და მენუას მემკვიდრეს არგიშთი I -ს ხელახლა მოუხდა უტურფუსის წინააღმდეგ გალაშქრება, ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთ ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრეები ააგეს.
ურარტუს შემოსევებმა დაასუსტეს დიაოხი მაგრამ, მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მის ჩრდილოელმა მეზობელმა დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ კოლხამ , ჩრდილოეთიდან სწორედ ამ კოლხას, ხოლო სამხრეთიდან ურარტუს შემოსევების შედეგად ძვ. წ. VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა ხოლო მისი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტერიტორიები კოლხამ და ურარტუმ გაინაწილეს. ამის შემდეგ კოლხა უშვალოდ გაუმეზობლდა ურარტუს და დაიწყო მათ შორის ბრძოლები,
ურარტუს მფემ სარდურ II-ემ ორგზის ილაშქრა კოლხეთში. ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხეთის სამეფო რასაც დაერთო ჩრდილოეთ კავკასიიდან მომტაბარე მეომარი ტომების კიმერიელების შემოსევები კიმერიელებმა დიდი ნგრევა მოუტანეს დასავლეთ საქართველოს
ძვ. წ. VIII ს-ის ბოლოს კი კასპიის ზღვის სანაპიროს და დარიალის ხეობის გამოვლით ამიერკავკასიაში და შემდეგ წინა აზიის ქვეყნებში მეომარი ტომების ახალი დიდი ტალღა სკვითები შემოიჭრნენ, სკვითებმა აქაურ მოსახლეობას საშინელი ნგრევა  და განადგურება დაატეხეს თავს
ძვ. წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა..