-->

ახალი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურების დაწესება


1.      საერთო ქრისტიანულ ღვთისმსახურებას საფუძველი თვით იესო ქრისტემ ჩაუყარა თავისი მაგალითებით, დადგენილებებით და მცნებებით.
2.      იესო ქრისტემ დედამიწასე თავისი ღვთიური მსახურებით ააშენა ახალი ათქმის ეკლესია, აირჩია მოციქულები და მათი სახით მათი მსახურების გამგრძელებლები, სულიერი მწყემსები და მასწავლებლები.
3.      ასწავლა მორწმუნეებს ღვთის თაყვანისცემა და ამის მაგალითს პირადად იძლეოდა.
4.      იესო ქრისტე პირდება მოციქულებს რომ  სადაც ორი და სამი შეიკრიბება მეც მათთან ვარ.
5.      ის თვითონ ლოცულობს ზოგჯერ მთელი ღამე, გამოყენებულია ლოცვებში გარეგნული ხილული ნიშნები: თვალების ზეცისკენ აღპრობა, მუხლმოდრეკით ლოცვა და მასთან ერთად თავის მოდრეკაც.
6.      მაცხოვარი სხვებსაც მოუწოდებს ლოცვებისაკენ, ასწავლის მოწაფეებს „მამაო ჩვენოს“ და ლოცვის დროს თავი აარიდონ მრავლისმეტყველებას,
7.      მაცხოვარი აუწყებს თავის ახალ სწავლებას-სახარებას და მოწაფეებსაც მოუწოდებს სვებსაც უქადაგონ.
8.      მაცხოვარი აწესებს ნათილიღების საიდუმლოს და მოციქულებს ასწავლის მის მოსაგონებლად ზიარების საიდუმლო აღასრულონ.
9.      მოციქულებმა შეისწავლეს მაცხოვრიდან ახალი აღთქმის მსახურება და დაწვრილებით განსაზღვრეს ღვთისმსახურების გარეგანი წესი.
10.  ქრისტემ გვიჩვენა რომ ღვთისმსახურება უნდ შედგებოდეს არა მარტო გარეგანი ფორმებისაგან, არამედ სულიერი შინაგანი მსახურებისაგან.
11.  იესო ქრისტემ ინება რომ მის მიერ დადგენილ ეკლესიაში ებრაელების გარდა სხვა მორწმუნეებსაც შეეძლოთ შესვლა.
12.  ებრაელთა მსახურების წესი მათ სრულიად არ უარყვეს და იმდენით ჩართეს ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში რამდენადაც შეესაბამებოდა ქრისტიანობის საერთო იდეას მაცხოვარი თვითონ ასრულებს მოსეს რჯულის ყველა ჩვეულებას