1318 წელს სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრეს ძემ გიორგიმ.
გიორგი V-მ
ქვეყნის განთავისუფლების ახალი გეგმა შეიმუშავა პირველ რიგში საჭირო იყო ქვეყნის პოლტიკური
ერთიანობის აღდგენა, საამისოდ თვით მონღოლების გამოყენება სცადა და თავისი მოღვაწეობა
მათდამი ერთგული სამსახურით დაიწყო. საილხანოს შიგნით ატეხილი ბრძოლების გამო საქართველოს
სამხედრო ძალას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყაენის კარისათვის ამიტომ ისინი საქართველოს
გაერთიანებისა და გაძლიერების წინააღმდეგნი არ იყვნენ. მეფემ მნიშვნელოვანი შეღავათები
მოუტანა საქართველოს, ქვეყანაში ხარკის აკრეფის საქმეს თვითონ განაგებდა, ხერხიანი
მოქმედებით ადვილად შემოიერთა დასავლეთ საქართველოდ და სამცხე. მტკიცე ხელით დაიმორჩილა
სხვა განდგომილი მთავრები თუ ერისთავები და მკაცრი ზომებით აღკვეთა მათი თვითნებობა.
ყოველივე ამის გამო მეფე გიორგის ბრწყინვალე ეწოდა.
გიორგი მბრწყინვალის მეფობის პერიოდში საქართველოში
მონღოლთა ბატონობა თანდათანობით შესუსტდა, XIV
საუკუნის 30-იანი წლებიდან კი ფაქტობრივად გადავარდა კიდეც. როდესაც საილხანოში
შიდაფეოდალური ბრძოლები ატყდა მეფე გიორგიმ ისარგებლა და გააძევა საქართველოში მდგარი
მონღოლთა 10 000-იანი ლაშქარი.