-->

არაბთა ბატონობა საქართველოში


VII საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს საზღვრებთან გამოცნდნენ არაბები მათ კარგად ისარგებლეს იმით, რომ ირანი და ბიზანტია დასუსტებულნი იყვნენ ართმანეთთან ხანგრძლივი ბრძოლებით, დაამარცხეს ირანი და ამიერკავკასიისკენ გამოემართნენ
არაბი ტომები VII ს-ის დასაწყისში გააერთიანა ვაჭარმა მუჰამედმა, რომელმაც ამავე დროს შექმნა ახალი რელიგია ისლამი. ისლამის მიმდევრების ერთ-ერთი ვალდებულება იყო ომი მათი სარწმუნოების გავრცელიებისთვის მათი წესები  აღწერილი იყო წმინდა წიგნში ყურანში.
მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე განაგრძეს მისმა მოადგილეებმა ხალიფებმა, რომლებმაც ფართო დაპყრობითი ომები დაიწყეს.
654 წელს სომხეთში სასტიკათ დაამარცხეს ბიზანტიის სარდალი რომელმაც  ქართლს შეაფარა თავი,  არაბები გაქცეულ მტრებს დაედევნენ და ქართლის საზღვრებში შემოვიდნენ. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-ემ არაბებს ზავი და მშვიდობა შესთავაზა არაბთა სარდალი  ჰაბიბ იბნ-მასლამა დათანხმდა და დაიდო ზავი სახელწოდებით „დაცვის სიგელი“ რითაც დაეკისრათ ხარკი და სამხედრო ვალდებულება .არაბებიც სამაგიეროთ ქართლს მომხდურთაგან მფარვეობას პირდებოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა ხარკის გამო დამძიმდა და მიმდინარეობდა მუდმივი აჯანყებები და წინააღმდეგობანი არაბდა ბატონობის წინააღმდეგ ამის გამო არაბთა ხალიფამ გამოგზავნა სასტიკი არაბი სარდალი მურვან იბნ-მუჰამადი რომლებმაც ქართველებმა დაუნდობლობიდ გამო მურვან ყრუ შეარქვეს.
735 წელს მურვან ყრუ საქართველოში 120 ათასიანი ლაშქრით შემოვიდა აიღო და დაანგრა აღმოსავლეთ საქართველოს უამრავი ციხე და ქალაქი , მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ამოხოცა, მურვან ყრუ დასავლეთ საქართველოშიც შემოვიდა სადაც აგრეთვე დიდი ნგრევა და აოხრება შეიტანა თუმცა საბოლოოდ დასავლეთში ფეხი ვერ მოიკიდეს, ამ დროს ბრძოლებში თავი გამოიჩინეს არგვეთის მთავრებმა: დავითმა და კონსტანტინემ მაგრამ ისინი არაბებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით დახოცეს.
წლების განმავლობაში უამრავი ბრძოლები გადაიტანა ქვეყანამ მათ წინააღმდეგ. მურვან ყრუს ლაშქრობათა შემდეგ არაბებმა ქართლში ფეხი მტკიცედ მოიკიდეს, დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუტრებით გამწვავდა VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისში, არაბებმა გააუქმეს ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, და ქვეყნის მმართველად თავისი მოხელე - ამირა დააყენეს, რეზიდენციით თბილისში.  დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლამ საერთო-სახალხო ხასიათი მიიღო..