-->

ბაგრატ III


X საუკუნეში სამეფო სამთავროებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა პირველობისთვის. ვითარება ასეთი იყო ეგრის აფხაზეთის მეფე უსინათლო თადეოზის ერთადერთი მემკვიდრედ მისი დისწული ქართველთა მეფის გურგენის ვაჟი ბაგრატი ითვლებოდა რომელიც ამავდროულად  ნაშვილები ყავდა ტაოს  მეფეს დავით III კურაპალატს ამრიგად ბაგრატი იყო ამ სამი დიდი ხელისუფლის მემკვიდრე, ამიტომ მისი ყურადღება საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა მიიპყრო,
ამრიგად ქართლის ერისთავმა ივანე მარუშის-ძის  თხოვნით 975 წელს დავით III თავისი ჯარით ქართლისაკენ გაემართა რომელიც ამ დროს კახთა სამთავრო  ფლობდა როდესაც შეიტყვეს დავით III ის გადაწყვეტილება ქართლი დატოვეს.  აქ კი დავით ტაოელმა  მოიწვია ადგილობრივი დიდგვაროვნები და შეკრებილთ მოახსენა რომ ბაგრატი არის ქართლისა და აფხაზეთის მემკვიდრეობითი მფლობელი და მათ ბაგრატის მორჩილება უბრძანა ბაგრატის მეურვეებად კი დედა გურანდუხტი და მამა მეფე გურგენი გამოაცხადა
ეგრის აფხაზეთში უსინათლო თადეოზი მეფობდა და შინაარეულობა იყო ადგილობრივი აზნაურების თხოვნით ბაგრატმა ქუთაისის ტახტი დაიკავა 980 წელს კი სრულწლოვანი ბაგრატ ბაგრატიონი დამოუკიდებლად შეუდგა მეფობას.

მას ქართლში ბრძოლით მოუხდა შესვლა რადგან დიდგვაროვანი აზნაურები აუმხედრდენ თავიანთი უფლებების შეზღუდვის  შიშით მაგრამ მეფე ყველანი დაამარცხა და მიმოფანტა მან დაამარცხა ასევე უძლიერესი ერისთავი რატი ბაღვაში  .
1001 წელს გარდაიცვალა ტაოს მეფე დავით III კურაპალატი მას იმედი ჰქონდა რომ მის სამფლობელოებს მემკვიდრეობით მიიღებდა მაგრამ იმპერეტორმა ბასილ II-ემ დაიკავა ეს ტერიტორიები და საზღვართან მისულ ბაგრატს კურაპალატის ტიტული უბოძა, ბაგრატი ამჯერად მოერიდა ბიზანტიასთან ომის ატეხვას რადგან ჯერ კიდევ ქვეყნის |შიგნით ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი და მის მფლობელობასი ასებული შავშეთ-კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი მაგრატს მემკვიდრეობით გადაეცა

1010 წელს ბაგრატმა დაატყვევა კახთა მეფე კვირიკე და კახეთ-ჰერეთიც ერთიან საქართველოს შემოუერთა
კახეთ ჰერეთს ხშირად თავს ესხმოდა განძის ამირა ფალდონი  არბევდა და ატყვევებდა ამშვიდობიან მოსახლეობას. ბაგრატი შეუკავსირდა სომხეთის მეფეს რომლის მოსახლეობასაც ავიწროვებდა ფალდონი, და ერთობლივად გაილაშქრეს გათავხედებული მეზობლის წინააღმდეგ, ფალდონი კი იძულებული გახდა დაზავება ეთხოვა..
ბაგრატი გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში და დაგრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის მონასტერსი..