პირველ საუკუნეებში საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს
ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა მაგრამ განსაკუთრებული დამსახურება
აქ ქრისტიანობის გავრცელებასა და სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებაში მიუძღვის წმ.
ნინოს.
წმ. ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო. იგი საქართველოსი შემოდის და ავადმყოფების განკურნებას
და ქრისტეს მცნებების ქადაგებას იწყებს, მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი
ნანა და გააქრისტიანა, ქართლის მეფე მირიანი კი მტრულად შეხვდა ახალი რელიგიის
ქადაგებას და ყველა ქრისტიანის ამოხოცვას აპირებდა, მაგრამ მოხდა სასწაული მას ნადირობისას
ჩამოუბნელდა და ტყიდან გზა ვეღარ გაიკვლია იგი ბევრს ემუდარებოდა თავის ღმერთებს მაგამ
უშედეგოდ. მხოლოდ მასინ განათდა, როდესაც ნინოს მიერ ქადაგებუმა ქრისტეს მიმართა თხოვნით.
ამის შემდეგ ქართლის მეფემ იწამა ქრისტე და თვითონ დაიწყო ზრუნვა ამ რელიგიის თავის
ქვეყანაში გასავრცელებლად. ქრთლი გაქრისტიანდა 326 წელს.
მეფე მირიანმა და წმ. ნინომ თხოვნით მიმართეს რომოს
იმპერატორს, კონსტანტინეს და მის დედას
დედოფალ ელენეს მღვდელმთავარი და მღვდლები
გამოეგზავნათ ნათლისღებისთვის
იმპერატორმა სიხარულით მიიღო მათი თხოვნა და საქართველოს
ეპისკოპოსად გამოგზავნა იოანე,
ამით ერთგვარად საქართველო უფრო მჭიდროდ დაუახლოვდა
კულტურულ რომს და დაუპირისპირდა აგრესიულ ირანს
ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
ეგრისში. 325 წელს ქ. ნიკეაში გამარტულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა
ბიჭვინტის ეპიეკოპოსი სტრატოფილე