ახალი აღთქმა, "საღვთო წიგნების" კრებული,
ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების
(სულ 27) პირველი ნაწილია "ოთხთავი", ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის,
ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა", "კათოლიკე ეპისტოლენი"
(7), "ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი" (14) და "გამოცხადება
იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი".
ახალი აღთქმის კანონის ჩამოყალიბება
პირვანდელი ქრისტიანული საკრებულოები იუდეველთა სინაგოგებში
მიღებულ წესებს მისდევდნენ ( იუდეველთაგან მოქცეულნი), ე.ი. ქრისტიანთა შეკრებებზე
კითხულობდნენ ძველი აღთქმის გარკვეულ მონაკვეთებს, მაგრამ რადგანაც ქრისტიანები იესო
ქრისტეს ეთაყვანებოდნენ, მათთვის ბუნებრივი იქნებოდა ძველი აღთქმის საკითხავები შეევსოთ
რომელიღაც მოთხრობით ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ.
პირველ ხანებში თავისი მოგონებები ქრისტეზე მასთან უშუალოდ
დაახლოებულ პირს შეეძლო სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მაგრამ ეკლესიათა რიცხვი დღითიდღე
იზრდებოდა, ქრისტეს უშუალო მნახველთა რიცხვი კი კლებულობდა, ამიტომაც აუცილებელი გახდა,
რომ ეს ამბები ქრისტეს შესახებ ჩაწერილიყო. სწორედ ამ გზით შეიქმნა ოთხი სახარება
(მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი), რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს პირველი
ქრისტიანული ეკლესიების ღვთისმსახურებასა თუ მთლიანად მათს ცხოვრებაში.
გარდა ამისა, მოციქულებმა დაგვიტოვეს ცალკეული თემისა
თუ პიროვნებისადმი გაგზავნილი მრავალი წერილი. რამდენადაც ეს ეპისტოლეები ქრისტიანული
ცხოვრებისადა რწმენის ზოგად დებულებებს შეიცავდნენ, მათი სარგებლიანობა ეკლესიის მიერ
მალევე იქნა აღიარებული.
მოციქულთა საქმეები ეკლესიამ მიიღო, რადგანაც იგი ავსებდა
იმ ისტორიას, რომელსაც ლუკას სახარება იწყებს. ამ წიგნმა - ერტადერთმა მოიტანა ჩვენამდე
ადრექრისტიანული ეკლესიის ცხოვრების დეტალები.
ჩვ.წ.ა. 200 წლისთვის იესოს შესახებ არსებული ყველა
მოთხრობიდან ოფიციალური აღიარება მხოლოდ ჩვენთვის ცნობილმა ოთხმა სახარებამ მიიღო,
თუმცაღა ამათ გარდა არსებობდა მრავალი აპოკრიფტული სახარება. ეკლესია სრულიად გარკვევით
აღიარებდა, რომ ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების ავტორიტეტულ წყაროდ მას მხოლოდ მათეს,
მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები მაიაჩნია. უკვე ამ დროისთვის ამ სახარებათა
ტოლფასი ღირებულება მოიპოვა "პავლემაც".
რაც შეეხება ახალი აღთქმის დანარჩენ წიგნებს, საყოველთაო
აღიარება მათ უფრო მოგვიანებით მიიღეს. მაგალითად, უეჭველია, რომ "გამოცხადებას"
მეორე საუკუნეში უკვე კითხულობდნენ, მაგრამ მესამე საუკუნემდე ამ წიგნს ფართო გავრცელება
არ ჰქონია.
ლაოდიკიისა(363) და კართაგენის(397) კრებებზე ეპისკოპოსებმა
დაამტკიცეს ახალი აღთქმის წიგნების სია, რომელიც დღევანდელს შეესაბამებოდა ერთი განსხვავებით:
ლაოდიკიის კრების სიას იოანეს გამოცხადება აკლდა. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა,
რომ ახალ აღთქმაში შესულ წიგნებს ნამდვილად აესახათ მოციქულთა სულიერი გამოცდიება.[1]
რა არის რწმენა?
რწმენა არის რაიმეს რწმუნება დაჯერება უხილავისა როგორც
ხილულისა და რეალურისა
შეიძლება ადამიანს წამდეს და ჯეროდეს რომელიმე ღმერთის,
მოძღვრების, მაგრამ არ იყოს ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი.
ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა არის დაჯერება, რწმუნება
ღმერთის, სამების, მისი ძის იესო ქრისტესი
და მისი ჭეშმარიტი მოძვრებისა მისი მოწოდებების და განგებულების,მისი ნების მორჩილება ნდობა მინდობა
სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე ღმრთის რწმენისაკენ
სწრაფვა შეიძლება სასჯელოს შიშით ან დამსახურების სურვილით იყოს განპირობებული მაგრამ
არც შიშს არც ანგარებით დამოკიდებულებას არ შეუძლია ღმერთთან ნამდვილი სრულყოფილი, ჯანსაღი, ურთიერთობების მოპოვება
ღმერთთან ნამდვილი მჭიდრო კავშირისთვის და ჭეშმარიტი
ურთიერთობისთვის საჭირო და აუცილებელია სიყვარული ღმერთისა სიყვარული მთელი არსებით,
გონებით მთელი გულითა და სულით
ღმერთისთვის მისაღები და სათნო არის სარწმუნოება სიყვარულთან
შეზავებული საიდანაც მოდის და ვღებულობთ სურვილს იმისას რომ მტკიცედ და ურყევად შევასრულოთ
ღვთის ნება მივენდოთ მას მთელი არსებით გავყვეთ მის გზას ვისწრაფოდ ღმერთთან შეერთებისაკენ
და გავწიროთ თავი სარწმუნოებისათვის ღმრთის სიყვარულისათვის.
----------------------------------------------------------
ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმოს განმარტებით ეს ნისნავს: რწმენა უხილავისა როგორც ხილულისა,
სასურველისა და მოსალოდნელისა თითქოს და რეალურისა.
რწმენა არის ადამიანსა და ღმერთს შორის ონტოლოგიური
(ანუ ყოფიერებით განპირობებული) კავშირი - შინაგანი ობიექტური კაშირი.
ღმრთის ონტოლოგიური
(აპოფატიკური) თვისებები
მარადიულობა
(უჟამობა)
ამ თვისებით გამოირიცხება ღმრთის დამოკიდებულება დროით
გარემოებებზე, ღმერთი არაა დამოკიდებული დროზე, როგორც ცვალებადი ყოფიერების კატეგორიაზე
ცვალებადობა ღმერთისთვის არ არსებობს, ღმერთი
რომელიც თავადაა დროის შემოქმედი, დროის მიღმა იმყოფება, მისთვის ყველაფერი აწმყოა,
ღმერთი მთლიანად იმყოფება დროის ყოველ მომენტში
ყველგანმყოფობა
ღმერთი განუსაზღვრელია სივრცეში, იგი ყოველივეს აღავსებს,
იგი ყოველივეში იმყოფება თავისი ენერგიებით მოქმედებებით . ყოვლისაღმავსებელი ღმერთი
მყოფობს ყველგან არა ნაწილობრივ ან თავის მიერვე გამოვლინებული ძალით, არამედ მთელი
არსებით. ამასთან არ ერწყმის მას, რაშიც მყოფობს. „ღმერთი გამსჭვალავს ყოველივეს, მაგრამ
არაფერს ერევა, მასში არაფერი აღწევს“ „ღმერთი რომ ყველგანაა, ვიცით, მაგრამ ამ მყოფობას
ვერ ჩავწვდომივართ იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვიძს მხოლოდ გრძბობადის აღქმა და არა მთლიანად
ღვთაებრივი ბუნების გააზრება“
უცვალებლობა
ღმერთს არ ექვემდებარება არავითარი ცვლილება ან იოტისოდენი გარდაქმნა - ღმერთი
სრულყოფილია, ყოველი ცვლილება კი არასრულყოფილების ნიშანია და წარმოუდგენელია უსრულყოფილეს
არსებაში, ღმერთში ხდებოდეს იგი. არ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთში ზრდის, სახეცვლილების,
ევოლუციის, პროგრესის ან სხვა რაიმე მსგავსი პროცესი მიმდინარეობს.
უცვალებლობა ღმერთში არ ნიშნავს რაღაც უძრაობას უსიცოცხლო გაქვავებურ მდგომარეობას და თავისთავში ჩაკეტვას; მისი უცვალებელი
არსი სიცოცხლეა - აღსავსე ძალებითა და ქმედებებით. ღმერთი თავად სიცოცხლეა, სიცოცხლე
კი მისი მყოფობა.
ღმრთეებრივი არსების უცვლელობისგან უნდა განვსხვავოთ
გარეგნული ცვალებადობა რომელიც ხდება ღმერთსა და
მის მიერ ქმნილ სამყაროს შორის ურთიერთობებში.
ღმრთის სულიერი
(კატაფატიკური) თვისებები
ყოვლისმცოდნეობა
ყოვლისშემძლეობა
(ყოვლადძლიერება)
ყოვლადნეტარება
სახიერება
სიმართლე
სამყაროს წარმოშობის არაქრისტიაული კონცეფციები. და
ქრისტიანული სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ.
ყველაზე
უფრო არაქრისტიანულ კონცეფციებს სამყაროს წარმოშობის თაობაზე წარმოადგენენ დუალიზმი
და პანთეიზმი
დუალიზმი - ეს არის ფილოსოფიური სწავლება, რომელიც მიიჩნევს,
რომ ყოველივეს საფუძველი თანასწორუფლებიანი, ერთმანეთზე დაუყვანელი ორი დასაბამია:
იდეალური და მატერიალური.
პანთეიზმი (ბერძნულიდან πάν — ყველაფერი და θεός — ღმერთი)
— ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება ღმერთსა და სამყაროზე, რომელიც მათ ერთიან, მთლიან
ნაწილად მოიაზრებს. პირველად სიტყვა „პანთეისტი“ ინგლისელმა დეისტმა ჯონ ტოლანდმა გამოიყენა
1705 წელს. პანთეიზმის ერთ განმარტებაში ჩასმა რთულია, რადგან, როგორც ცნება, თვითონ
ასეთი, საკმაოდ ფართოა. პანთეიზმის მთავარ პრინციპად მაინც ღმერთსა და სამყაროს შორის
არსებული არსობრივი განსხვავების უარყოფაა. უფრო ზუსტად, ღმერთს თითქოს არ აქვს ბუნებისგან
დამოუკიდებელი არსებობა, იგი მთლიანად მოიცავს სამყაროს მთლიანობის პრინციპს. მიუხედავად
პანთეიზმის შიგნით არსებული მრავალი მიმართულების არსებობისა, მისი ცენტრალური და მნიშვნელოვანი
იდეების უმრავლესობა უცვლელია.
რა არის აუცილებელი ცხონებისათვის?
ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება, მის მიმართ მართალი სარწმუნოება,
სარწმუნოების შესაბამისად ცხოვრება და კეთილი საქმეები
გონების მნიშვნელობა
რელიგიურ ცხოვრებაში
შეუძლებელია ადამიანმა ირწმუნოს ის, რომლის შესახებაც
სრულიად არაფელი იცის
თავად სარწმუნოება უნდა იყოს გასაგები გააზრებული
რელიგიური სფეროდან გონების გამორიცხვა აუცილებლათ ნეგატიურად
აისახება მთლიანად ადამიანის ცხოვრებაზე.
დოგმატირი ცნობიერება
და ერესი
ერესი სულიერი ცხოვრების წესის დამახინჯების გამოვლინებას
წარმოადგენს
ერესი მთელი ქრისტიანული ჭეშმარიტებიდან მისი ერთ-ერთი
ნაწილისგან უპირატესობის მინიჭებას წარმოადგენს რაც გამოიხატება რწმენა მოძღვრების
დამახინჯებაში.
დოგმატური ცნობიერება ორგანულადაა დაკავშირებული მთლიანად
შინაგან სულიერ ცხოვრებასთან. შეცვალეთ თქვენ დოგმატურ ცნობიერებაში რაიმე და აუცილებლად
შესაბამისი ზომით შეიცვლება თქვენი სულიერი იერსახეც, და საერთოდ თქვენი სულიერი ყოფაცხოვრების
წესი
სარწმუნოების
სიმბოლოს რაობა
სარწმუნოების სიმბოლო არის მოკლე, მაგრამ ზუსტი სიტყვებით
გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, თუ რა უნდა სწამდეს ქრისტიანებს.
წმინდა წერილის
ღვთივსულიერება
წმინდა წერილის წიგნების განმასხვავებელი ნიშანს , მათი
ღვთივსულიერება წარმოადგენს, ამუ ამ წიგნების ერთადერთი ავტორი თავად ღმერთია.
ზებუნებრვივი
ღვთისშემეცნება
როცა ღმერთი თვითონ უშვალოდ აუწყებს ადამიანს გარკვეულ
ცოდნას თავის თავზე.
კატეხიზმოს განმარტებით: ის რაც ღმერთმა ცხად ყო ადამიანებისთვის
, რათა მათ შეძლონ წრფელად და საცხოვნებლად
ირწმუნონ მისი და ღირსეული პატივი მიაგონ მათ.
მსოფლიო საეკლესია
კრებების რაობა
კატეხიზმოს განმარტებიტ: შეძლებისდაგვარად მთელი მსოფლიოდან
კათოლიკე ქრისტიანული ეკლესიის მწყემსთა და მოძღვართა შეკრება ქრისტიანთა შორი ჭეშმარიტი სწავლებისა და კეთილკრძალულების განსამტკიცებლად.
საღმრთო არსის
სულიერი (კატაფატიკური ) თვისებები
მარადიულობა (უჟამობა)
ყველგანმყოფობა
უცვალებლობა