ზიარების საიდუმლომ შეცვალა ძველი აღთქმის
კანონით დადგენილი შემდეგი სახის მსხვერპლი:
მსხვერპლი- ყოვლადდასაწველი:
მსხვერპლი მთლიანად იწვებოდა უფლის საპატივცემულოდ
და აღნიშნავდა ღმრთის მეუფებას მთელს სამყაროზე.
მსხვერპლი ცოდვათათვის:
რომლის ნაწილი იწვებოდა სამსხვერპლოს საკურთხეველში ნაწილი კი შენობის გარეთ. მსხვერპლი
აღნიშნავდა რომ ხალხი ცოდვათათვის კვლავ იმსახურებდა სიკვდილსა და განადგურებას, როგორც
ისპობოდა მსხვერპლად შეწირული პირუტყვი.
მსხვერპლი გადარჩენისა
ანუ მშვიდობისა: შეიწირებოდა
ღვთის წინაშე მადლობის ნიშნად მისგან მიღებული წყალობის გამო, ან ღვთისგან ახალ წყალობათა გამოთხოვის მიზნით.
ეხლა განვიხილოდ როგორ მოიცავს ზიარება
ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვის ყველა სახესა და მოქმედებას
ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვას გააჩნია ოთხი მღვდელმოქმედება
კერძოდ:
1.
მსხვერპლის შერჩევა და მღვდლის მიერ მისი შეწყნარება
2.
მსხვერპლის ღვთისათვის შეწირვა
3.
მისი
დაკვლა
4.
შეწვა და შეჭმა ანუ ზიარება
ახალი აღთქმის მსხვერპლმა გააერთიანა ძველი აღთქმის
ყველა მსხვერპლი და დაადგინა ახალი ჭეშმარიტი მსხვერპლი
ზიარება
არის მსხვერპლი ყოვლადდასაწველი:
ზიარება
არის მადლობის შეწირვა
ზიარება
არის მსხვერპლი მშვიდობისა
ქრისტემ მის სისხლთან და ხორცთან ზიარება დააწესა მორწმუნეთათვის:
1.
რათა
მათ სრულად მიუტევოს ცოდვები
2.
რათა
განამტკიცოს მათი რწმენა მკვდრეთით აღდგომის უეჭველობაში და მარადიული ცხოვრების სამკვიდრებელით
3.
რომ
ამ ცხოვრებაში იყვნენ მასთან და ერთმანეთთან
შეერთებულები ერთ საიდუმლო სიმბოლურ სხეულად.