1089 წელს გიორგი II-მ სამეფო თახტი დაუთმო თავისი 16 წლის ვაჟიშვილს დავითს.
ამ დროს ქვეყანაში გადაუდებელი ამოცანა იდგა უძლიერეს
ფეოდალთა თვითნებობის დათრგუნვა და თურქი დამპყრობლების განდევნა.
პირველ რიგში მეფე ლაშქრის გარდაქმნას შეუდგა მან ჩამოაყალიბა
მცირერიცხოვანი მაგრამ კარგად გაწვრთნილი სამხედრო რაზმები რითაც თავს ეცხმოდა და ავიწროებდა
ქართლში ჩამოსახლებულ თურქებს და ქართველ მოსახლეობას აბრუნებდა.
დავითმა დასძლია და ალაგმა დიდგვაროვან აზნაურთა ურჩობა, მან გააძევა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი
და დაამარცხა სხვა მოღალატე ფეოდალები.
მეფემ მნიშვნელოვანი
ღონისძიებები (რეფორმები) გაატარა მეფის ხელისუფლების გასაძლიერებლად
მან მაღალი თანამდებობიდან გადააყენა მეფის ორგული მოხელეები
და მათ ადგილას თავისი ერთგული აზნაურები დააწინაურა
1105 წელს მოიწვია რუის ურბნისის საეკლსიო კრება რითაც
განდევნა უღირსი ეპისკოპოსები და სხვა მაღალი საეკლესიო თანამდებობიბის პირები, აიკრძალა
ქვეყანაში სხვადასხვა უწესობა. შედეგად ეკლესია მეფეს დამორჩილდა.
მეფემ შექმნა მტკიცე საპოლიციო აპარატი მსტოვრებისა
რომლებსაც ევალებოდათ ქვეყნის შიგნით ფეოდალთა საქმიანობის გაკონტროლება ღალატის შემთხვევაში
მეფე სასტიკად უსწორდებოდა, რითაც სამეფო კარზე მტკიცე წესრიგი დამყარდა
მეფემ შემოიღო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობა იგი უფლებამოსილებით
(თანამდებობით) მეორე პირი იყო მეფის შემდეგ
შემდეგ მოდიოდა მანდატურთუხუცესი მას ხელმწიფის კარზე წესრიგის დაცვა ევალებოდა
სამეფო ფინანსებს განაგებდა მეჭურჭლეთუხუცესი
სამხედრო საქმეს კი ამირსპასალარი მართავდა
დავით აღმაშენებელმა 1099 წელს თურქ სელჩუკებს ხარკის
გადახდა შეუწყვიტა და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.
1104 წელს კახეთ ჰერეთი შემოიერთა ამან კი ფეოდალთა
გაღიზიანება გამოიწვია მათ დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინოდათ ამიტომ მათ დახმარება
სთხოვეს განძის ათაბაგს შედეგად შეიკრიბა სულთნის ლაშქარი და საქართველოზე გამოემართა,
ბრძოლა ერწუხთან მოხდა 1104 წელს, დავითმა თურქები და მათ მხარეზე დამდგარი მოღალატე
ფეოდალები სასტიკად დაამარცხა , და კახეთ ჰერეთი მტკიცედ დაიკავა.
დავით IV
აღმაშენებელმა საქართველოში ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი ყოველ
ოჯახს ერთი შეიარაღებული მხედარი უნდა მიეცა
დავითმა ჩრდილოკავკასიის ხალხები და მთავრების დიდი
ნაწილი თავის ყმობაში მოაქცია და აქედანაც გამოყავდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა
ასე შექმნა მეფემ ერთიანი დიდი ძლიერი კარგად გაწვრთნილი ორგანიზებული სამხედრო
ძალა და ერთიანი ფრონტით შეტევაზე გადავიდა თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ შედეგად შეარყია
მაჰმადიანთა პიზიციები, შეშფოთებულმა სულთანმა კი მაჰმადიანური ქვეყნებიდან ერთობლივი
ლაშქარი შეკრიბა რომლის სათავეში ბაღდადის გამგებელი ილ-ღაზი ჩააყენა და
1121 წელს 300 ათასიანი მეომრით ქართლში შემოვიდა.
დავითმა რომლის ჯარიც 55600 მოლაშქრისგან შედგებოდა დიდგორის ველზე შეუტია
და მტერი სასტიკად დაამარცხა.
დიდგორის წარმატებული ბრძოლის შემდეგ 1122 წელს დავითმა
იერიში მიიტანა თბილისზე მიუხედავათ დიდი წინააღმდეგობისა თბილისი აიღო და სპარსთა
400 წლიანი მმართველობისაგან გაანთავისუფლა და მისი გამგებლობა თავის მოხელეებს ჩააბარა
საქართველოს სამეფო დედაქალაქი კი ქუთაისიდან თბილისში
გადმოიტანა
1124 წელს დავითმა შარვანი და სომხეთი გაანთავისუფლა
თურქთა უხლისაგან და თავისი მეციხოვნეები და მართველები დააყენა.
დავით IV დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მეფე გახდა რომელიც გდაჭიმული იყო ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე და ოვსეთიდან არგაწამდე.
დავითმა თვითონ დაადგა გვირგვინი თავის მემკვიდრეს,
დემეტრეს
1125 წლის 24 იანვარს კი გარდაიცვალა დაგრძალულია მის
მიერ აგებულ გელათის მონასტერში