1179 წელს მეფე გიორგიმ III -მ თავისი შვილი თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს ძალაუფლების
გაზრდის მცდელობის გამო. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 წელს დავით სოსლანზე.
თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.
შამქორის ბრძოლა ასე მოხდა, ამ პერიოდისათვის
ერთობ გაძლიერდა აზერბაიჯანის ათაბაგი აბუბექრი და შარვანის დაპყრობა განიძრახა (შემდეგ
საქართველოსაც მოადგებოდა) შარვანმა კი დახმარება თამარს თხოვეს მან კი დახმარება აღუთქვა
მათ. ათაბაგმა ბაღდათის ხალიფაც მოიშველია და
საქართველოს წინააღმდეგ კვალიციური ძალა შექმნა ბრძოლა ქალაქ შამქორთან მოხდა
1195 წელს აბუბექრი სასტიკად დამამარცხა ქართლმა ჯარმა რომელსაც დავით სოსლანი მეთაურობდა,
ქართველებს 12000 ტყვე ჩაუვარდათ ხელთ , შამქორის გამარჯვების შემდეგ ქართველთა ლაშქარმა
განძა და შამქორიც დაიკავა.
---------------------------------
ქართველები დაუბრკოლებრივ უტევდნენ
მოსაზღვრე მაჰმადიანურ სამფლობელოებს და ზედიზეთ იმორჩილებდნენ. მათ თურქებისგან გაანთავისუფლეს და საქართველოს შემოუერთეს სომხეთის ქალაქები ანისი და დვინი, ასევე დაიბუნეს ძველი ქართულ
თემები და ადგილები.
საქართველოს ამ წარმატებებით შეშფოთებულმა
სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სასულთნოს
შაჰმა რუქნ ად-დინ სულეიმანმა საქართველოს დაპყრობა განიძრახა, მან 400 ათას მეომარს
მოუყარა თავი და 1203 წელს ბასიანის ველზე დაბანაკდა და აქედან ქართველთაგან რჯულის
დათმობა და მორჩილება ითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს ქვეყანას ამოწყვეტით ემუქრებოდა,
საქართველოს ლაშქარი კი მოულოდნელად დაესხა თავს მის ჯარებს და სასტიკად დაამარცხა
ტრაპიზონი
ერთი მხრივ რუმის სასულთნო სასტიკმა
დამარცხებამ და მეორე მხრივ ბიზანტიის იმპერიის დასუსებამ საქართველოს საშვალება მისცა
განემტკიცებინა თავისი გავლენა ზღვის სამხრეთ
აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1204 წელს ქართველთა
ლაშქარმა დაიკავა ეს სანაპირო და შექმნა ტრაპიზონის სამეფო და თავისი მმართველი დასვა,
იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბიზანტიელთა და რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად.
თამარმა თავისი შვილი ლაშა გიორგი (გიორგი IV) თანამოსაყდრეთ გამოაცხადა
თვითონ კი გარდაიცვალა 1213 წელს.