დემეტრე I-ის
(1125-1156) გამეფების შემდეგ თავი იჩინა შინაფეოდალურმა არეოლობებმა დიდგვაროვნები
ცდილობდნენ დაკარგული უფლებების გაზრდას. ამ პირობებში უხდებოდა დემეტრე I-ს თურქთა შემოტევების
მოგერიება. იგი იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო შარვანი და ანისი ყმადნაფიცობის
პირობით დათმო.
იყო ცალკეული წარმატებებიც 1138 წელს დემეტრემ აიღო
ქალაქი განძა
თავისი მეფობის ბოლოს დემეტრე იძულებული გახდა მეფობიდან
გადამდგარიყო და ტახტი თავის მეამბოხე შვილის დავით V-სთვის დაეთმო.
დავითმა მცირე ხანს იმეფა და გარდაიცვალა, დემეტრე კვლავ დაბრუნდა სამეფოს სათავეში
და ტახტზე თანამოსაყდრედ აიყვანა თავისი მომდევნო ვაჟიშვილი გიორგი.
გიორგი III (1156-1184) უფრო ენერგიით იბრძოდა საქართველოს საშინაო და საგარეო
მტრების წინააღმდეგ მან ხელახლა აიღო ქალაქი ანისი და ილაშქრა სომხეთის ძველ დედაქალაქზე
დვინზე, ილაშქრა შარვნშიც.
დიდგვაოვანთა უკმაყოფილება 1177 წელს დიდ ამბოხებაში
გადაიზარდა რომელსაც მეთაურობდა ამირსპასალარი იოანე ორბელი
იოანე ორბელს სურდა თავისი სიძე, გიორგის უფროსი ძმის
დავითის ვაჟი დემეტრე ანუ დემნა ბატონიშვილი გაემეფებინა.
გიორგი III-მ
შეძლო ამ აჯანყევის ჩახჩობა. მან სასტიკად დასაჯა ამბოხების მონაწილენი
მეფეს ვაჟიშვილი არ ყავდა ამიტომ მან თანამოსაყდრეთ
სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი უფროსი ქალიშვილი თამარი მამაშვილმა ერთად თითქმის 6
წელი იმეფა
გიორგი III
გარდაიცვალა 1184 წელს.