-->

მონღოლთა ბატონობის I პერიოდი საქართველოში ცოტნე დადიანის გმირობა, საქართველოს აღწერა მონროლთა მიერ და მონღოლური საგადასახადო სისტემა, დავით ულუს და დავით ნარინის აჯანყებები


მონღოლთა ბატონობის I პერიოდი საქართველოში ცოტნე დადიანის გმირობა
რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ (1245 წ.)მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაყვეს და სათავესი ქართველი ფეოდალები ჩააყენეს მიუხედავად ამისა  აშკარა იყო რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართულ ფეოდალურ წყობიილებას გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, ქართველი დიდგვაროვნები ამას მალე მიხვდნენ და აჯანყებისათვის სამზადისს შეუდგნენ
ქართველი დიდგვაროვნები შეიკრიბნენ და დაიწყეს ბჭობა მონღლთა წინააღმდეგ ერთიანი გამოსვლის მოსაწყობად მაგრამ შეთქმულება მოღალატემ გასცა, მომღოლებში შეთქმულები დააპატიმრეს . გადარჩა მხოლოდ  დასავლეთ საქართველოს ორი დიდებული ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე რომლებიც ჯარის შესაგროვებლად წასულიყვნენ.
შეპყრობილი ქართველი თავკაცები ანისში მიჰგვარეს მონღოლთა სარდლებ და იქ დაკითხვა და წამება დაუწყეს. ისინი გააშიშვლეს და მხარშეკრულები დაყარეს მცხუნვარე მზის ქვეშ მათ წამებით სიკვდილი მოელოდათ.
როდესაც ეს ამბავი ცოტნე დადიანმა გაიგო იგი გამოცხადდა სარდლებთან გაიხადა და მხარშეკრული თვითონაც წამებული ამხანაგების  გვერდით დაჯდა. მან  განაცხადა რომ უდანაშაულოდ და უბრალოდ სჯით ჩემს ამხანაგებს და დაე მეც მათ გვერდით მოვკვდეო.
მონღოლები გაოცებულან ცოტნეს თავდადებით და იძლებულნი გამხდარან დაეჯერებინათ ქართველი თავკაცების უდანაშაულობა და ყველანი გაანთავისუფლეს.
ეს იყო ასევე ერთგვარი მოწოდება  მონღოლებისაგან სამშობლოს განთავსუფლებისთვის თავდადებული ბრძოლისაკენ.
რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ  მონღოლებმა საქართველოში ორი მეფე დასვევს ესენი იყვნენ დავით ულუ (უფროსი ) ლაშა გიორგის უკანონო შვილი და დავით ნარინი (უმცროსი) რუსუდანის ძე. ამით დამპრობლებმა იმის პირობა შექმნეს რომ ყოფილიყო შინაგანი უთანხმოების საფუძველი.
დავით ნარინი ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს და აჯანყებისთვის მზადება დაიწყო მონღოლებმა ეჭვი აიღეს და დააპატიმრეს მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, მონღოლებმა კი ვერ გაბედეს იმერეთში გადასვლა , შედეგა დასავლეთ საქართველო მოწყდა ერთიან საქართველოს და იქ დამოუკიდებელი სამეფო შეიქმნა დავით ნარინით სათავეში (1249 წ.)
საქართველოს აღწერა მონროლთა მიერ და მონღოლური საგადასახადო სისტემა
1254-1256 წლებში მონღოლებმა მთელი საყაენო აღწერეს. ამ აღწერის მიზანი იყო თუ რა რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლოთ ამა თუ იმ ქვეყნიდან და განესაზღვრათ გადასახადების რაოდენობა. აღწერეს საქართველოც.
ჩვენს ქვეყანას დაეკისრა 90 000 მოლაშქრის გამოყვანა ამავე დროს დაბეგრეს მეურნეობის ყველა დარგი რაც კი რაიმე შემოსავალს იძლეოდა. ასევე დააწესეს სავაჭრო გადასახადიც
ამან გლეხის მდგომარეობა აუტანელი გახადა. მისთვის მეურნეობის წარმოება აზრს კარგავდა, ამიტომ გარბოდა შედარებით მიუვალ ადგილებში. ამით  კი ქვეყნის ეკონომიკას განადგურება ემუქრებოდა. გლეხებისგან დაცლილი მამულები ფეოდალებს მძიმე ტვირთად აწვებოდა ამოტომ მასობრივად იწყეს თავიანთი მამულების გაყიდვა რომელიც ხელში მედროვეებს უვარდებოდათ  ფეოდალები იმითაც იყვნენ უკმაყოფილონი რომ მათ გამუდმებით უხდებოდათ მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა, რაც აგრეთვე დიდი ხარჯსა და მსხვერპლს მოითხოვდა
დავით ულუს და დავით ნარინის აჯანყებები
ჩინგის ყაენის გარდაცვალების შემდეგ იმპერია საყაენოებად დაიშალა საქართველოს სამხრეთით იყო ერთერთი საყაენო რომლის ყაენმაც
დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლდა  დიდი ჯარი გამოგზავნა მაგრამ აჯანყებულმა ქართველებმა ისინ დამარცხეს ამის შემდეგ ყაენმა დავით ნარინის წინააღმდეგ უფრო დიდი ჯარი დაძრა, დავით ნარინი მათთან შებრძოლებას მოერიდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა იმერეთში გადასვლა ვერც ამჯერად გაბედეს.
ამასობაში საქართველოში ახალი აჯანყება დაიწყო. ამ გამოსვლას საქართველოს მეორე მეფე დავით ულუ მეთაურობდა. დავით ულუს ქართველ დიდებულთა დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი რამაც განაპირობა 1260 წელს გორის მიდამოებში ქართველთა დამარცხება მონღოლთა წინააღმდეგ.
ამის მიუხედავათ მონღოლები მაინც შეეცადენ დავით ულუს შემორიგებას როგორც ჩანს დიდი წინააღმდეგობა იგემეს ამავე დროს მას სხვა საყაენოებთან ჰქონდა ბრძოლები  მონღოლბს შორის ატეხილ ბრძოლებში არაერთი ქართველი შეეწირა მათ შორის დავით ულუც 1270 წელს რომელიც მონღოლ ბანაკებში გავრცელებულ ეპიდემიას ემსხვერპლა.