-->

ბრძოლა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგXIII-XIV სს მიჯნაზე


XIII საუკუნის მიჯნაზე სამხედრო ძალადობაზე დამყარებული მონღოლთა სახელმწიფო დაცემას იწყებს, მონღოლებმა გადასახადების მოწესრიგებით სცადეს მდგომარეობის გამოსწორება მათ სარწმუნოებაც კი შეიცვალეს და სახელმწიფო რელიგიად ისლამი გამოაცხადეს, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, სახელმწიფო დაღმავალი გზით მიექანებოდა, ასეთ ვითარებაში მონღოლებს აღარ დაემორჩილა და აჯანყდა საქართველოს მეფე დავით  VIII დემეტრეს ძე. აჯანყება მრავალ წელს გრძელდებოდა, დავითის დასამორჩილებლად ყაენი სხვადასხვა გზას მიმართავდა ხან მოლაპარაკებების გზით მშვიდობას პირდებოდა ხან საქართველოს მეფეებად მის ძმებს სვამდა და ძლიერი ფეოდალების გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ მონღოლებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, რადგან მეფეს მხარს უჭერდა უბრალო ხალხი, მართალია მონღოლთა ბატონობისაგან საბოლოო განთავისუფლება ვერ მოხერხდა მაგრამ აჯანყებულთა თავდადებული ბრძილებით მნისვნელოვნად შეირყა მათი ბატონობა საქართველოში.