საქართველო-რომის ურთიერთობები ძვ. წ. I ს.
რომაელები ქართლს ძვ. წ. 65 წელს მოადგნენ ქართლში ამ
დროს არტაგი მეფობდა. ქართლის მეფე კარგად ხედავდა რომ ძალები უთანაბრო იყო ამიტომ
მან პომპეუსს ზავი შესთავაზა მაგრამ ამას უნდობლობით შეხვდა და არ დათანხმდა რადგან ეგონა ეს მოლაპარაკება ქართლს დროის გასაყვანად
და ძალების მოსაკრებად უნდოდა.
ამიტომ მოლაპარაკება შეწყვიტა და ქართლში შევიდა და
მეფე არტაგი დაამარცხა. ბრძოლის ველზე 9000 ქართველი მეომარი დაეცა, 10 ათასზე მეტი
ტყვედ ჩავარდა,
პომპეუსი ითვალისწინებდა საქართველოს დიდ სტრატეგიულ
და პილიტიკურ მნიშვნელობას და ბოლოს და ბიოლოს დაზავებაზე დათანხმდა. ზავის პირობების
თანახმად ქართლში მეფობა ხელუხლებელი რჩებოდა. ქართლის მეფეს მხოლოდ რომაელთა „მეგობრობა
და მოკავსირეობა“ დაევალა რომაელები კი საქართველოს მიმართ არავითარ ვალდებულებას არ
კისრულობდნენ, ქართლის სამეფო რომის პილიტიკური გავლენის ქვეს მოექცა.
=================================================
საქართველო-რომის ურთიერთობები ახ. წ. I-II სს.
ჩვ.წ I საუკუნეებში ქართლის
სამეფო შესამჩნევლად გაძლიერდა ამას ხელი შეუწყო სომხეთის დასუსტებამ. ქართლმა შეძლო
სამხრეთ ტერიტორიების დაბრუნება ამავე დროს ქართლის სამეფო მოხერხებულად სარგებლობდა
რომის იმპერიასთან კავშირით და სომხეთზე თავისი პოლიტიკური გავლენის გავრცელებას ცდილობდა
ამ დროს სომხეთის დაუფლებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდა
მაშინდელი მსოფლიოს ორი უზლიერესი სახელმწიფო რომის იმპერია და პართია, იმ დროს სომხეთი
პართიას ეკავა რომის თხოვნით ქართლის მეფემ სომხეთში გაგზავნა ჯარი თავისი მემკვიდრის ფარსმანის სარდლობით . ქართველებმა სომხეთი დაიკავეს
და იქ მეფედ დასვეს ქართლის მეფის მეორე ვაჟი მითრიდატე პართიის მეფემ დიდი ლაშქარი გამოგზავნა სომხეთიდან
ქართველთა განსადევნად , მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველებმა ისინი დაამარცხა
მალე ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა ფარსმან I, სომხეთში კი მისი ძმა მითრიდატე მეფობდა ქართლის
მეფეს სურდა სომხეთი სრულ ქვეშევრდომობაში მოექცია და იქ თავისი მემკვიდრის რადამისტის
გამეფება სცადა. რადამისტმა შეთქმულება მოუწყო ბიზას და ტახტი წაართვა. ის მკაცრი მმართველი
აღმოჩნდა და სომხებმა გამოაძევეს, მალე პართიასა და რომს შორის განახლდა ბრძოლა სომხეთის
დაუფლებისათვის ფარსმანი იძულებული გახდა ასპარეზი დაეცალა, წარუმატებლობის გამო მან
თავისი შვილი რადამისტი სიკვდილით დასაჯა.
63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ხელშეკრულება
სომხეთში იმეფებდნენ პართიის წარმომადგენლები რომის ვასალობის პირობით, ამის შემდეგ
ქართლის სამეფოს აღარ შეეძლო სომხეთზე რაიმე უფლება განეცხადებინა. პართიელებმა ასევე
თავის მხარეზე გადაიყვანეს ალბანეთის სამეფო, რომელიც აქამდე ქართლის გავლენის ქვეშ
იყო
განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში.
რომისთვის ეგრისი უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ქართლი ძღვის საშვალებით რომაელები
ეგრიის ადვილად აღწევდნენ ქვეყნის მთავარ ქალაქებსი რომაელთა ჯარი იდგა ამ დროს ეგრისის
მოსახლეობას თავს მთიელი ტომები ესხმოდნენ ნადავლის და ტყვეების ხელსი ჩასაგდებად და
თან ჩამოსახლება იწყეს, რომაელები კი მათ ხელსაც
კი უწყობდნენ იმიტომ რომ რომაელებს ტყვე-მონები
დიდი რაოდენობით სჭირდებოდათ. მოსახლეობის უკმაყოფილება კი დღითი დღე იზრდებოდა რაც
აჯანყებაში გადაიზარდა.
64 წელს შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს
მოსახლეობა აჯანყდა რომის წინააღმდეგ რომელსაც სათავეში ჩაუდგა ყოფილი მონა ანიკეტი.
რომის იმპერატორმა აჯანყების წინააღმდეგ რჩეული ჯარი გამოგზავნა. რომაელებმა დაამარცხეს
ანიკეტი, ბოლის დაატყვევეს და სასტიკად დასაჯეს.
II საუკუნეში
ქართლის სამეფო კვლავ ძლიერი სახელმწიფოა რომის იმპერატორები ცდილობდნენ კარგი ურთიერთობა
ჰქონოდათ და შეენარჩუნებიათ ხელშეკრულება „მეგობრობა და მოკავშიერეობა“ . მაგალითად 128 წელს რომის იმპერატორმა ადრიანემ
მოიწვია სხვადასხვა ქვეყნის მეფეები მათ შორის ფარსმან II ქველიც რომელსაც
ძვირფასი საჩუქრები უძღვნა მისი გულის მოსაგებად, ფარსმანმაც უძღვნა საჩუქრები მაგრამ თვითონ არ გამოცხადდა რამაც უთანხმოება წარმოშვა
იმპერატორმა მის საჩუქრები შეურაცყო
განრისხებულმა ფარსმანმა დარიალის ხეობა გახსნა და ალან-ოსთა
მეომარი ტომები რომის იმპერიას შეუსია, ამით ქართლის მეფემ აგრძნომინა მისი სიძლიერე.
რომსა და ქართლს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით
მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის და ანტონინე პიუსის გამეფების შემდეგ ახალმა იმპერატორმა
სცნო ქართლის სამეფოს მიერ შავი ზღვისპირა ტერიტორიის შეერთება.
საქართველო ახ. წ. III სს.
სასანიანთა მეორე შაჰის შაბურ I დროს ქართლის სამეფო საკმაოდ
რთულ ვითარებაში მოექცა, იგი იძულებული იყო ეღიარებინა ირანზე გარკვეული დამოკიდებულება
მაგრამ ქართლის მეფეს თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირა.
შემდეგ ირანი მარცხდება და ბოლოს იძულებული ხდება
298 წელს ქ. ნიზიბინში დადოს რომთან 40 -წლიანი ზავი რომლის ძალითაც ის ხელს იღებს
არმენენიაზე, რაც შეეხება საქართველოს ამ ზაზავო ხელშეკრულებით, იბერიის მეფეს სამეფო
ნიშნები რომაელებისგან უნდა მიეღო. ამრიგად ქართლის მმართველი წრეები ირანის შემოტევის
ვითარებაშიც რომაული ორიენტაციის ერთგულნი რჩებიან.