როგორც ქრისტიანულმა ეკლესიამ მიიღო თავისი ფორმა, სახე და შიგა ნაწილების განლაგება სინაგოგისაგან, ასევე ქრისტიანულ ღვთისმსახურებას დასაბამი ძველი აღთქმის მსახურებისაგან მიეცა, რომელიც თავად ღვთის მიერ იყო დადგენილი ადამიანის გადარჩენის მიზნით. ამიტომაც, ახალი აღთქმის ღვთისმსახურების დაწესების დროს, თვითიესო ქრისტე და მოციქულები ხელმძღვანელობდნენ თავისი ხალხის ჩვევებითა და ტრადიციებით.
ქრისტიანული ღვთისმსახურება გულისხმობს ღვთის თაყვანისცემას არა მხოლოდ გარეგნული ფორმებით, არამედ სულითა და ჭეშმარიტებით. ამიტომ ეს მსახურება ძველი აღთქმის მსახურებისაგან ღებულობს მხოლოდ იმ შემადგენლ ნაწილებს, რომლებიც ღვთის, სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემას ემსახურებიან და ხელს უწყობენ ცხოვრებაში ადამიანის ზნეობრივ წარმატებას.
1
როგორც
სინაგოგაში იკითხებოდა სჯული ნაწილ-ნაწილ ასევე ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ხდებოდა
წმინდა წერილის კითხვა. თავდაპირველად ძველი აღთქმიდან იკითხებოდა ის წინასწარმეტყველებები,
რომლებიც შეეხებოდნენ იესო ქრისტეს. შემდეგში როცა შეიქმნა წმინდა სახარება და მოციქულთა
ეპისტოლეები ძველი აღთქმის საკითხავებთან ერთად იკითხებოდა ახალი აღთქმაც.დავდაპირველად ქრისტიანულ ღვთისმსახურებაზე ყველა ეკლესიაში სრულიად არ იკითხებოდა ახალი აღთქმის
წიგნები მაგალითად სამოციქული ყველა ეკლესიას ერთდროულად არ მიუღია რადგან ზოგიერთ
წიგნს არ თვლიდნენ კანონიკურად სანამ არ განისაზღვრა
და არ დამტკიცდა ისინი მოციქულთა განწესებით.
წმინდა წერილის კითხვისას იმ
ხალხს რომლებსაც ბერძნული ენა არ ესმოდათ უთქრგმნიდნენ მშობლიურ ენაზე, სწორედ ამიტომ ეკლესიამ
დაამკვიდრა არა იერარქიული თანამდებობა-მთარგმნელი
2
წმინდა
წერილის წაკითხვისა და გადათარგმნის შემდეგ ეკლესიის წინამძღვარი განმარტავდნენ წაკითხულ
ადგილებს სულიწმინდის შეგონებით. მქადაგებელი გამორჩეული უნდა ყოფილიყო შემდეგი შინაგანი
ღირსებებით: სიბრძნით წმინდა ცხოვრებით ბუნებრივი ნიჭით და მადლით და მათთან ერთად
მოწოდებით
3
წმინდა
წერილის განმარტების შემდეგ იწყებოდა გალობა. იგალობებოდა ძველი აღთქმის ფსალმუნები
ძველი ეკლესიის მსგავსად, ასევე იგალობებოდა ქრისტიანთა მიერ შედგენილიიესო ქრისტეს
სადიდებელი საგალობლები. ასევე გადმოიღეს ანტიფონური გალობა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან.
4
მოციქულთა
დროიდან ქრისტიანული ღვთისმსახურების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა ლოცვა, ეკლესიასი ღვთისმსახურებისას ლოცულობდნენ ყველაზე
რათა ღმერთს გაენათლებინა მთავრობა და ხელისუფლება ქრისტიანული სარწმუნოებით, ლოცულობდნენ
ავადმყოფებისათვის, მოგზაურთათვის, ქრისტიანთა საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის,
ამ ლოცვითი შინაარსი იგივეა, რაც ახლანდელი დიდი და მრჩობლი კვერექსებისა.
5
ქრისტიანულ
ღვთისმსახურების საერთო შემადგენელ ნაწილებს უერთდება კიდევ ერთი მოქმედება ეს არის
ზიარების საიდუმლო რომელიც თვით იესო ქრისტემ დაუწესა მთელს კაცობრიობას მის მოსაგონებლად რომელიც თავისი შინაარსით არის
მსხვერპლი მთელი კაცობრიობის ცოდვის, წყევის და სიკვდილისაგან გამოსახსნელად.წმინდა ზიარების და ლიტურგიის დროს
ჩვენ არამარტო ისტორიულად ვიხსენებთ დედამიწაზე ღვთის მეუფებას არამედ თითქოს ვცოცხლობთ
ვმონაწილეობთ იმ დროში. ამ წმინდა მოქმედებას, წმინდა ზიარების მსხვერპლსა
და ჯვარზე მსხვერპლს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს. ეს ერთი და იგივე მსხვერპლია
სხვადასხვა სახით შეწირული.
საიდუმლო სერობის ლიტურგიკული ელემენტი მდგომარეობს შემდეგში: რათა მოწაფეებს გაეთავისებინათ რომ ახალი აღთქმის ზიარების საიდუმლო „უნდა აღვასრულოთ სუფთა სინდისით, სინანულის გრძნობით და ცოდვათა შემუსვრით, იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. ამით მოგვცა თავმდაბლობის მაგალითი და გვასწავლის საიდუმლო სისუფთავით და სიმდაბლით აღვასრულოთ. შემდეგ იესო ქრისტე აკურთხევს პურსა და ღვინოს, განტეხს პურს და დაურიგებს მოწაფეებს. ბოლოს მაცხოვარი გალობს მოციქულებთან ერთად და ლოცულობს თავისი მოწაფეებისათვის და ეკლესიის მომავლისათვის.
საიდუმლო სერობის ლიტურგიკული ელემენტი მდგომარეობს შემდეგში: რათა მოწაფეებს გაეთავისებინათ რომ ახალი აღთქმის ზიარების საიდუმლო „უნდა აღვასრულოთ სუფთა სინდისით, სინანულის გრძნობით და ცოდვათა შემუსვრით, იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. ამით მოგვცა თავმდაბლობის მაგალითი და გვასწავლის საიდუმლო სისუფთავით და სიმდაბლით აღვასრულოთ. შემდეგ იესო ქრისტე აკურთხევს პურსა და ღვინოს, განტეხს პურს და დაურიგებს მოწაფეებს. ბოლოს მაცხოვარი გალობს მოციქულებთან ერთად და ლოცულობს თავისი მოწაფეებისათვის და ეკლესიის მომავლისათვის.