იოსებ ფლავიუსის მიხედვით ახალი ართქმის პერიოდის იუდაურ
თემსი სამი ძირითადი მომდინარეობა არსებობდა
ფარისევლები, სადუკევლები, ესეელები.
1. ფარისევლები
ფარისევლები საკუთარი განათლებისა და შესაძლებლობების
ხარჯზე იყვნენ დაწინაურებულნი. მათ მოსეს რჯულის ზედმიწევნით აღსრულების სურვილო ჰქონდათ
ამიტომ მათ კანონის მკაცრი დამცველის სახელი ჰქონდათ და პირველი სექტის დამფუძნებლად
ითვლებოდნენ ისინი ყველაფერს ღმერთზე და ბედზე დამოკიდებულად მიიჩნევდნენ. მათი აზრით
სულები უკვდავნი არიან მაგრამ მხოლოდ კეთილი ადამიანების სულები გადასახლდებიან სიკვდილის
შემდეგ სხვა სხეულში ხოლო ბოროტი ადამიანების
სულები განწირულნი იყვნენ სამუდამო სატანჯველისათვის. მათ უყვარდათ პატივისცემა თავს
იწონებდნენ ქველმოქმედებით. ფარისეველთა წარმომადგელები
იყვნენ მთავრები, რჯულის მოძღვრები, მოსამართლეები.. უფალი ამხელს მათ ღვთის მცნებების
დარღვევაში თვალთმაქცობაში და პატივმოყვარეობაში.
2. სადუკევლები
იუდაურ თემში სადუკევლები ტაძრის ტრადიციული მმართველი
ზედაფენის მღვდლების წარმომადგენლები იყვნენ და სატაძრო რიტუალის შესრულებას აკონტროლებდნენ.
სინედრიონის წარმომადგენელი მღვდელმთავრები სადუკევლები იყვნენ მათ შორის ანნა და კაიაფა.. სადუკევლების სწავლების მიხედვით სული ადამიანის
სხეულთან ერთად კვდებოდა. ისინი საერთოდ უარყოფდნენ ადამიანის ბედს და ამტკიცებდნენ
რომ ღმერთს არავითარი გავლენა არ ქონდა ადამიანის არც ბოროტ არც კეთილ საქმეებზე, მათ
შორის არჩევანს ადამიანი საკუთარი ნება-სურვილით აკეთებდა. მათ არ სწამდათ მკვდრეთით
აღდგომაც. ფარისევლები წმინდა წერილის წიგნებიდან მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს აღიარებდნენ.
3. ესეელები
ამ ჯგუფში გაერთიანებულ იუდეველებს სჯეროდათ სულის უკვდავების
სექტაში შემსვლელები თემისადმი და განსაკუთრებულად ხელისუფლებისადმი ერთგულ ფიცს დებდნენ
რადგან თორას მიხედვით, ყოველი ხელისუფლება ღმერთისგან მოდიოდა, ესეელებს უსიტყვოთ
სჯეროდათ თავისი ხელმძღვანელის ავტორიტეტის და საკუთარ თავს ისრაელი ხალხის რჩეულ სექტად
მიიჩნევდნენ. ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ
იერუსალიმის ტაძრის მსახურებაში ასევე არ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში
4. ზელოტები
და სიკარიები
ზელოტების მთავარ ამოცანას ელინისტური გავლენის მოსპობა
და რომაელთა განადგურება წარმოადგენდა ისისნი გაერთიანდნენ ჰეროდე დიდის მემკვიდრეობის
წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი უარს ამბობდნენ რომაელებისათვის ხარკის გადახდაზე და
ემზადებოდნენ ოიმისათვის, რომელსაც მათი აზრით, დედამიწაზე ღვთის სასუფეველი უნდა დაემყარებინა..
ზელოტებს გამოეყო
რადიკალური ფრთა, რომელთაც სიკარიები „მეხანჯლეები“ „მკვლელები“ ეწოდებოდათ ისისნი
თავს ესხმოდნენ რომის მიმართ ლოიალურად განწყობილ ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო
მათ და ანადგურებდნენ მათ ქონებას (ყაჩაღები)
5. მწიგნობრები
მწიგნობრები ახალ აღთქმაში მოხსენიებულია როგორც მოსეს კანონის მცოდნეები, რომელთა ამოცანასაც
ამ კანონის შენახვასა და ახსნა წარმოადგენდა ისინი ძირითადათ ფარისეველთა პარტიიდან
იყვნენ გამოსულები.
ისინი ასრულებდნენ ძირითად სამ ფუნქციას.
1.თვალყურს ადევნებდნენ მოსეს კანონის შესრულებას და იცავდნენ კანონის ტექსტს ცვლილებებისაგან
2.ისინი მოწაფეებს და ებრაელ ხალხს უხსნიდნენ და ასწავლიდნენ
კანონის დაუწერელ წესებს
3.იუდეველთა უმაღლეს სასამართლოში, სინედრიონში მონაწილეობას
იღებდნენ მრჩევლების სახით. როდესაც კანონის დარღვევის საქმე იხილვებოდა ასევე გამოდიოდნენ
მოსამართლეებადაც.
6. პროზელიტები
და ღვთისმოშიშები
ხალხი რომლებიც გადადიოდნენ იუდაურ რელიგიაზე, იკეთებდნენ
წინადაცვეთას და პირობას დებდნენ რომ შეასრულებდნენ მთელ იუდაურ კანონს. ღვთისმოსიშები იუდეველთა
თვალში წარმართებად რჩებოდნენ რადგან მათ იუდაიზმისგან ერთი ნაბიჯი აშორებდათ და იუდაური
ღმერთი თავიანთ პანთეონს დაუმატეს
7. ჰეროდელები
ესენი იყვნენ ჰეროდე დიდის მომხრეები ისინი ძირითადად
იყვნენ ჰეროდეს ჯარისაცები, რომლებიც მესიის დაბადებას სწორედ ჰეროდეს დინასტიიდან
ელოდებოდნენ.
8. სამარიელები
ესენი იყვნენ სამარიის ტერიტორიაზე ისრაელიანთა ნაცვლად
ჩასახლებული სხვადასხვა ქვეყნის ხალხები რომლების
იქ დარჩენილ იუდეველებში აირია. რელიგიური თვალსაზრისით კი შეიქმნა იუდაიზმისა და წარმართობის
ერთგვარი ნაზავი. აღიარებდენენ რა იუდაურ ღმერთს მთავარ ღმერთად, იმავდროულად თაყვანს
სცემდნენ წარმართულ ღმერთებს საიდანაც ისინი გადასახლდნენ სამარიაში. სწორედ ამის გამო
იუდეველები და სამარიელები ერთმანეთის მტრები შეიქმნენენ