ევსევი კესარიელის ცნობით მარკოზის სახარება მათეს სახარების შემდგომ დაიწერა თუმცა მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ მარკოზიზ სახარება მათესა და ლუკას სახარების შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ეს შეხედულება XIX საუკუნის შუა ხანებამდე იყო ფეხმოკიდებული . ამას ადასტურებდნენ იმით რომ, რომ ამ სახარების ძალიან ცოტა წმინდა მამისეული განმარტებაა შემონახული. ტრადიცული შეხედულება შეიცვალა კარლ ლახანის წამოყენებული ჰიპოთეზის შედეგად, მისი თქმით მარკოზის სახარება დაწერის დროის მიხედვით წინ უსწრებს დანარჩენ ორ სინოპტიკურ სახარებას და მათთვის ერთ-ერთ წყაროსაც კი წამოადგენს. ამ თეორიას მრავალი არგუმენტით ადასტურებენ კერძოთ:
1.მარკოზის სახარების მთელი შინაარსი დასტურდება მათესა და ლუკას სახარებებში. ამასთან მარკოზი გვერდს უვლის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს როგორიცაა მაცხოვრის შობა, გენეალოგია, ქადაგება მთაზე და ა.შ. ამას ვერ ავხსნით იმ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით რომ მარკოზიზ სახარება დაიწერა პირევლი
2.მათე და ლუკა მახარებლები თანახმანი არიან იმ მოვლენათა ქრონოლოგიაში, რომლებიც მათ საერთო აქვთ მარკოზთან. იმ მოვლენათა აღწერისას კი რომლებიც მორკოზთან არ არის და რომლებზეც ორივე მათგანი საუბრობს ისინი სხვა წყაროების ქრონოლოგიას მიზდევენ და ხშირად ერთმანეთის თანახმანი არ არიან.
3.მათე და ლუკა მახარებლები უფრო დახვეწილი სტილით და ღვთისმეტყველების მაღალი დონით გადმოქვცემენ მოვლენებს, ვიდრე მარკოზ მახარებელი. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა თუ არ ჩავთვლით რომ მარკოზის სახარება ქრონოლოგიურად პიველია.
საეკლესიო გარდამოცემის თანახმად მარკოზის სახარების საფუძველი პეტრე მოციქულის ქადაგებებია
მარკოზის სახარება სხვა სახარებებთან შედარებით მცირე მოცულობისაა იგი ძირითად ყურადღებას უთმობს მაცხოვრის პიროვნებას მისი მესიანური ღირსების ჩვენებას, ხაზს უსვამს იმას რომ იესო უბრალო ადამიანი არ არი. ნაკლებ ყურადღებას უთმობს მის სასწაულებს და მოძღვრების გადოცემას.
მარკოზის სახარება ბერძნულ ენაზე დაიწერა
მარკოზისს სახარების ადრესატნი არიან წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები რომლებიც არ არიან განსწავლულნი ძველი აღთქმის წიგნებში . ამიტომ მას იშვიათად მოჰყავს ციტატები ძველი აღთქმის წიგნებიდან. როცა წმინდა მარკოზი ეხება იუდაურ ჩვეულებებს, ის მკითხველს უხსნის თუ რას გულისხმობს ესა თუ ის წესი
მარკოზის სახარების დაწერის ადგილად ტრადიციულად მიიჩნეულია რომი, თუმცა წმინდა იოანე ოქროპირის მოსაზრებით სახარება ალექსანდრიაში დაიწერა.
სახარების დაწერის დროთ თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია 70 წლამდე
მარკოზის სახარება იკითხება დიდმარხვის შაბათისა და კვირის მსახურებაზე.