-->

ტერმინები


ისაგოგიკა - შესავალი (ბერძნ.). იხმარება ბიბლიის მისამართით დაბიბლიოლოგიის შესავალსნიშნავს.

ტექსტოლოგია
ტექსტოლოგია არის ტექნიკა ტექსტის აღდგენისა იმ ფორმით, რომელიც ყველაზე ახლოა ორიგინალთან.
შეისწავლის ისტორიულ დოკუმენტებს და ლიტერატურულ ნაწარმოებებს ტექსტის შედგენის ისტორიის შესწავლისა და მათი მეცნიერულად გამოცემის მიზნით.
ტექსტოლოგია სწავლობს ტექსტის მის ხელთ არსებული ყველანაირი ფორმის ხასიათს და წარმომავლობას იმ მიზნით, რომ დაადგინოს ავტორისეული ტექსტი
ტექსტოლოგიას აინტერესებს არამარტო ის, თუ რა სახის ტექსტი შექმნა ავტორმა, არამედ ისიც, თუ რა გზა განვლო მან სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, .. აინტერესებს ტექსტის ისტორიაც.

ეგზეგეტიკა
ტექსტის, განსაკუთრებითბიბლიური ან იურიდიული ტექსტის, განმარტება. ბიბლიასთან მიმართებაში აღნიშნავს თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც განმარტავს წმიდ საღმრთო წერილს ყველა იმ სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ტექსტის მართებული განმარტებისთვისაა აუცილებელი.
ქრისტიანული ეგზეგეტიკა, სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგიბიბლიურ წიგნთა ღვთისმეტყველებითი და ისტორიულ-ფილოლოგიურ საკითხების ახსნა-განმარტებათა შემსწავლელი მეცნიერება. ასეთ ახსნა-განმარტებას ანუ კომენტარს ძველ ქართულშითარგმანებასუწოდებდნენ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა ტექსტის რთული ადგილების კომენტირების გზით განმარტება იყო. ამასთანავე ეს ტერმინი აღნიშნავდა ერთი ენიდან მეორეზე თარგმნას, ტექსტის შინაარსის მარტივად, ადაპტირებულად გადმოცემასმოთხრობას. . .ნიშნავდა შინაარსსაც, კომენტარსაც და თარგმანსაც, ხოლოთარგმანი“ – მთარგმნელის, მთხრობელს და კომენტატორსაც).


ინტერპრეტაცია
რისამე აზრის ახსნა, განმარტება.

ჰერმენევტიკა
ფართო გაგებით, ჰერმენევტიკა განისაზღვრება, როგორც კულტურისა და ისტორიის მრავალფეროვან გამოვლიებანათა სიღრმისეული აზრის შეცნობა. მას უწოდებენ ტექსტების განმარტების წესთა ხელოვნებასა და მეცნიერებას.

სპეციალური თვალსაზრისით, ჰერმენევტიკა განსაკუთრებული სულიერი სიღრმის მქონე, პოეტური, ფილოსოფიური, რელიგიურმისტიკური ტექსტების განმარტებას გულისხმობს.
(ტექსის ჰერმენევტიკის)
აპოკრიფული წიგნები
ქრისტემდე II საუკუნიდან ქრისტიანული წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებამდე შექმნილი ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ნაწერები, რომლებიც არაა შესული ბიბლიის შემადგენელ წიგნთა ოფიციალურ ნუსხაში

კანონიკური და არაკანონიკური ბიბლიური წიგნები

 

კანონიკური ეწოდება ბიბლიის იმ წიგნებს, რომელთა ღვთიური წარმომავლობა ტრადიციულად არის დამკვიდრებული ჯერ ძველ აღთქმაში, ხოლო შემდეგ ახალ აღთქმაში
კანონიკური ეწოდება ეკლესიის მიერ ღვთივსულიერად აღიარებულ ოფიციალურად მიღებულ წიგნთა ჩამონათვალს.
არაკანონიკური წიგნებია რომლებსაც არ გააჩნიათ ებრაული დედანი აქედან გამომდინარე არ დასტურდება მითი უცდომელობა.