-->

საქართველო XVსაუკუნის I ნახევარში საგარეო-პოლიტიკური პირობების გაუარესება


თემურ-ლენგის სიკვდილით და მის მემკვიდრეებს შორის ატეხილი ომით კარგად ისარგებლა გიორგი VII-მ და მონღოთა წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა საქართველოს მეფემ მოარბია მოსაზღვრე ტერიტორიები და დაამარცხა და განდევნა მონღოლთა ჯარი მაგრამ ამ დროს საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ შავბატკნიან თურქმანთა ურდოები, რომლებთანაც ბრძოლაში 1407 წელს დაიღუპა  გიორგი VII ამავე წელს გამეფდა მისი ძმა კონსტანტინე I.
თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე შავბატკნიანთა თურქმანები გაბატონდნენ და იქ ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, მათმა ბრძანებელმა ყარა-იუსუფმა მორჩილება მოსთხოვა შარვანშაჰს, შარვანშაჰმა დახმარებისათვის საქართველოს მეფეს მიმართა. მეფე კონსტანტინე კი 2000- იანი ლაშქრით გაემართა მის დასახმარებლად მაგრამ მოულოდნელად თავს დაესხა ყარა-იუსუფი, დაატყვევეს და მეფე თავის ლაშქრიანად დახოცეს.  ეს მოხდა 1412 წელს.
კონსტანტინეს ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე I-მა  რომელსაც დიდი უწოდეს მან ენერგიული ღინისძიებები გაატარა საქართველოში. მეფე ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები და ბრძოლით დაიბრუნა ციხექალაქი ღორე და სივნიეთი. დანიშნა სპეციალური გადასახადი რითაც აღადგინა დანგრეული ციხეები და მონასტრები. ყურადღება მიაქცია ქართულ ეკლესიას,  მტკიცე ხელით ალაგმა ურჩი მთავრები და ზოგიერთი ერისთავთ-ერისთავების ადგილას თავისი შვილები დანიშნა -  ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი. მაგრამ ამან საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო რადგან მამას ნაკლებათ ემორჩილებოდნენ. სამეფო ოჯახში წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად 1442 წელს ალექსანდრე I-მა მეფობას თავი დაანება და ბერად აღიკვეცა. მის უშვალო მემკვიდრეს ვახტანგ IV-ს დიდხანს არ უმეფია იგი 1446 წელს გარდაიცვალა და მეფობა ხელთ იგდო მისმა ძმამ გიორგი VIII-მ (1446-1466), რომლის დროსაც ქვეყნის შიგნით ანარქია და ბრძოლები უკიდურესად გამწვავდა რასაც საბოლოოდ მოჰყვა ერთიანი საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო-სამთაროებად.
1453  წელს თურქ ოსმალთა სულთანმა მეჰმედ II-ემ იერიშით აიღო კონსტანტინეპოლი და დაამარცხა ბიზანტიის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე XI. ამის შემდეგ საქართველოს გადაეკეტა გასასვლელი დასავლეთ ევროპისაკენ და გაუმეზობლდა ოსმალეთს ასევე ევროპაც მოწყდა აღმოსავლეთს შედეად ორივე მხარე შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას რომის პაპის და საქართველოს ელჩების თხოვნა დახმარებოდნენ ევროპელი ხელმწიფენი თურქების წინააღმდეგ ომში უშედეგოთ დამთავრდა ამის შემდეგ საქართველო დიდი ხნით მოწყდა ევროპის დიდ პოლიტიკას და ფაქტიურად მარტო დარჩა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.