-->

საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად


ევროპაში ელჩობის უშედეგოდ დამთავრებას მოჰყვა ქვეყნის შიგნით მეფე-მთავრებს შორის ბრძოლის ახალი ძალით აფეთქება. ბრძოლა მესხეთის მთავარმა ყვარყვარე ჯაყელმა დაიწყო მან 1461 წელს თურქმანთა ბრძანებლის უზუნ-ჰასანის  დახმარებით თავისი მეფე დაამარცხა. ამით ისარებლა დასავლეთ საქართველოს ხელისუფალმა ბაგრატმა და მის წინააღმდე დაიწყო მოქმედება. გიორგი VIII ბაგრატის დასასჯელად იმერეთში გადავიდა მაგრამ დამარცხდა რადგან ბაგრატს დასავლეთ საქართველოს მთავრებმა მხარი დაუჭირეს ასევე მეფის ჯარშიც აღმოჩნდნენ მოღალატეები. ეს იყო საქართველოს დაშლის მომხრე ძალების წარმატება.
გიორგი VIII-მ ბაგრატის მომხრე ქართლის თავადები სასტიკად დასაჯა და სამცხის მთავრის დასამორჩილებლად გაილაშქრა ყვარყვარეც ჯარშეყრილი დახვდა ფარავნის ტბასთან, ბრძოლის წინ მეფის ბანაკში შეთქმულება გამომჟღავნდა, ამით ისარგებლა ყვარყვარემ, თავს დაესხა მოწინააღმდეგეს და მეფე ამალასთან ერთად დაატყვევა. ტყვეობას თავი დააღწია გორგის ძმისშვილმა კონსტანტინე დიმიტრის ძემ და ქუთაისში გამაგრდა. მეფის დატყვევების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტის დაუფლებისთვის ბრძოლა კონსტანტინე დიმიტრის ძემ და ბაგრატ გიორგის ძეს შორის გაჩაღდა. ქართლისა და იმერეთის თავადები ამ ორო პრეტენდენტის  გარჩემო დაჯგუფდნენ. კახეთის ერისთავებმა კი თავიანთი მთავარი დავითი გაიჩინეს.
ამით იმედოვნებდნენ რომ უფრო მეტ თავისუფლებას მოიპივებდნენ და საერისთავოები სათავადოებად  გარდაექმნათ სრული შეუვალობით და დაექვემდებარებინათ ადგილობრივი წვრილი და საშვალო ფეოდალები (აზნაურები).
ბაგრატ VI-ეს მეტი მომხრეები აღმოაჩნდა ამოტომ კონსტანტინემ დათმობა ამჯობინა და ბაგრატი ცნო მეფეთა მეფედ. ბაგრატმა კახეთის დამორჩილება სცადა მაგრამ დამარცხდა.
ყვარყვარე დარწმუნდა რომ მეფის დატყვევებით მაინდამაინც ვერეფარეს მიაღწია. მეფე გიორგი VIII გაანთავისუფლა და თან ჯარიც გააყოლა. ქართლის თავადები გიორგი VIII-ს მტრულად შეხვდნენ ცხადია ისინი შიშობდნენ რომ მეფე ღალატისთვის და ბაგრატის მიმხრობისთვის შურს იძიებდა, შედეგად მეფემ ბრძოლა წააგო და კახეთში გადავიდა სადაც უფრო მეტი მომხრეები ეგულებოდა..