-->

ქართლის მეფე ლუარსაბი


ლუარსაბი I-ის გამეფების შემდეგ (1527-1556) შაჰ-თამაზმა ოთხჯერ ილაშქრა, მაგრამ ვერა და ვერ გატეხა მეფე.  ლუარსაბი მეზობელ სამეფო სამთავროებსაც ეხმარებოდა და მტერს არ აძლევდა საშვალებას ქვეყნის რომელიმე ნაწილის დაეკავებას.
მეფე ლუარსაბი მოხერხებულად სარგებლობდა ირანსა და ოსმალეთს შორის ატეხილი ომით და არც ერთ მადგანს ფეხის მოკიდების საშვალებას არ აძლევდა.
მაგრამ 1555 წ. დაიდო ამასიის ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის რის თანახმადაც დასავლეთი ოსმალეთს რჩებოდა აღმოსავლეთი კი ირანს. ირანმა კი ამით ისარგებლდა და 1556 წ. ყიზილბაშმა შაჰმა დიდი ჯარი გამოგზავნა ქართველთა ჯარი კი  მტერს  ქვემო ქართლში სოფელ გარისთან დახვდა. მეფე ხანდაზმული იყო და ამიტომ სარდლობა თავის ვაჟიშვილს სიმონს ჩააბარა თვითონ კი ერთ-ერთ გორაკზე დაბანაკდა მღვდელმთავრებთან და მოხუც დარბაისლებთან ერთად და იქედან ადევნებდა თვალყურს ბრძოლის მიმდინარეობას, სიმონის მეთაურობით მტერი სასტიკად დაამარცხეს. უკუქცეული ყიზილბაშების ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი  შემთხვევით გორაკზე დაბანაკებულ მეფეს გადაეყარა და შეტაკების შედეგად მეფე სასიკვდილოთ დაიჭრა. ამასობასი სიმონ ბატონიშვილი გამოჩნდა ქართველთა ჯარით და ეს რაზმი მთლიანად გაანადგურეს