-->

ქართლის სამეფო XVI საუკუნის I მეოთხედსი. დავით X


1505 წლიდან ქართლში მეფობდა დავით X. მას უხდენოდა როგორც საგარეო მტრების ისე მეზობელი ქართული სამეფოების შემოტევის მოერიება თავდაპირველად დავით მეფეს შემოუტია იმერეთის მეფე ალექსანდრე ბაგრატის ძემ, რომელმაც დაიკავა ქართლის დასავლეთ ნაწილილი. მაგრამ 1510 წელს იმერეთში თურქ ოსმალების შემოჭრის გამო ალექსანდრემ ჯარი გამოიყვანა ქართლიდა. 1511 წლიდან კი ქართლის წინააღმდეგ ბრზოლა დაიწყო კახეთის მეფე გიორგი II-მ  (ავ-გიორგი) მაგრამ უშედეგოდ მისი თარეში აღკვეთეს და შეიპყრეს კიდევაც. ამის შემდეგ  კი თვით ქართლმა სცადა კახეთის შემოერთება ავ-გიორგის მემკვიდრედ მცირეწლოვანი ლევანი დარჩა, მარამ 5 წლიანი ბრძოლებისა და მცელობის მიუხედავად დავით X-მ ვერ შეძლო მისი ხელთ გდება.
ამასობაში გრძელდებოდა ირან-ოსმალეთის ომი ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა ირანი ორჯელ დაამარცხეს ამის შემდეგ (ყიზილბაშები) ირანის (სეფიანმა) შაჰმა ისმაელ I-მა საქართველოში თავისი ჯარი გამოგზავნა. ქართლის მეფემ შეწყვიტა კახეთში ლაშქრობა და ქართლში დაბრუნდა. მეფემ მორჩილება და ყოველწლიური ხარკი შესთავაზა, ირანის შაჰი ამჯერად დასთანხმდა და ლაშქარი უკან გაიწვია.
დავითი ისევ კახეთს მიუბრუნდა ტახტის მემკვიდრე ლევანი დანებებასაც კი აპირებდა, მაგრამ  ამ დროს სამცხეში ოსმალები შემოიჭრნენ და დავითი იძულებული იყო კახეთი დაეტოვებინა. თურქები სამცხეში დამარცხდნენ. დავითმა კვლავ გაილაშქრა კახეთში მარამ ამჯერად ლევანი მომზადებული დახვდა და ბრზოლა წააგო. მეფე იძულებული იყო შეგუებოდა ამ ფაქტს და ეცნო ლევანის კახეთში გამეფება. მალე მათ შორის დაიდო შეთანხმება გარეშე მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ.
ქართლისა და ირანის შეთანხმების მიუხედავათ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გაძლიერდა მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება, რომლებიც ავიწროებდნენ ადგილბრივ მოსახლეობას. დავით X-მ ისარგებლა შაჰ-ისმაილის ოსმალებთან ბრძოლებში დამარცხებით და ყიზილბაშებს ხარკი შეუწყვიტა, ასევე განდევნა ჩამოსახლებული თურქმანები. განრისხებულმა შაჰ-ისმაელმა სასწრაფოდ დაძრა მის წინააღმდე თავისი რჩეული ჯარის ნაწილები. გადამეყვეტი ბრზოლა მოხდა 1520 წელს თელეთთან ყიზილბაშებმა გაიმარჯვეს და თბილისის ასაღებად შემოადგნენ, სამწუხაროდ ციხისთავი მოღალატე გამოდაგა და თურქმანთა ურდოები თბილისში შემოუშვა. იწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა ხოცვა-დატყვევება, მაგრამ ქართლის საბოლოო  დაპყრობა მაინც ვერ შეძლო. ქართველები მტერს ქვეყანაში ფეიხის მოკიდების საშვალებას არ აძლევდნენ .
1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და ირანი გაუთავებელმა შინაომებმა მოიცვა. ასეთ ვითარებაში ქართველებს ყიზილბაშების დამარცხება და ქართლიდან განდევნა არ გაძნელებიათ .  1525 წელს დავით X-მ მეფობას თავი დაანება და ბერად აღიკვეცა, ქართლის ტახტი კი ხელთ იგდო მისმა ძმამ გიორგი IX-ემ