-->

ქართლის სამეფო XVI საუკუნის I მეოთხედსი. დავით X


1505 წლიდან ქართლში მეფობდა დავით X. მას უხდენოდა როგორც საგარეო მტრების ისე მეზობელი ქართული სამეფოების შემოტევის მოერიება თავდაპირველად დავით მეფეს შემოუტია იმერეთის მეფე ალექსანდრე ბაგრატის ძემ, რომელმაც დაიკავა ქართლის დასავლეთ ნაწილილი. მაგრამ 1510 წელს იმერეთში თურქ ოსმალების შემოჭრის გამო ალექსანდრემ ჯარი გამოიყვანა ქართლიდა. 1511 წლიდან კი ქართლის წინააღმდეგ ბრზოლა დაიწყო კახეთის მეფე გიორგი II-მ  (ავ-გიორგი) მაგრამ უშედეგოდ მისი თარეში აღკვეთეს და შეიპყრეს კიდევაც. ამის შემდეგ  კი თვით ქართლმა სცადა კახეთის შემოერთება ავ-გიორგის მემკვიდრედ მცირეწლოვანი ლევანი დარჩა, მარამ 5 წლიანი ბრძოლებისა და მცელობის მიუხედავად დავით X-მ ვერ შეძლო მისი ხელთ გდება.
ამასობაში გრძელდებოდა ირან-ოსმალეთის ომი ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა ირანი ორჯელ დაამარცხეს ამის შემდეგ (ყიზილბაშები) ირანის (სეფიანმა) შაჰმა ისმაელ I-მა საქართველოში თავისი ჯარი გამოგზავნა. ქართლის მეფემ შეწყვიტა კახეთში ლაშქრობა და ქართლში დაბრუნდა. მეფემ მორჩილება და ყოველწლიური ხარკი შესთავაზა, ირანის შაჰი ამჯერად დასთანხმდა და ლაშქარი უკან გაიწვია.
დავითი ისევ კახეთს მიუბრუნდა ტახტის მემკვიდრე ლევანი დანებებასაც კი აპირებდა, მაგრამ  ამ დროს სამცხეში ოსმალები შემოიჭრნენ და დავითი იძულებული იყო კახეთი დაეტოვებინა. თურქები სამცხეში დამარცხდნენ. დავითმა კვლავ გაილაშქრა კახეთში მარამ ამჯერად ლევანი მომზადებული დახვდა და ბრზოლა წააგო. მეფე იძულებული იყო შეგუებოდა ამ ფაქტს და ეცნო ლევანის კახეთში გამეფება. მალე მათ შორის დაიდო შეთანხმება გარეშე მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ.
ქართლისა და ირანის შეთანხმების მიუხედავათ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გაძლიერდა მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება, რომლებიც ავიწროებდნენ ადგილბრივ მოსახლეობას. დავით X-მ ისარგებლა შაჰ-ისმაილის ოსმალებთან ბრძოლებში დამარცხებით და ყიზილბაშებს ხარკი შეუწყვიტა, ასევე განდევნა ჩამოსახლებული თურქმანები. განრისხებულმა შაჰ-ისმაელმა სასწრაფოდ დაძრა მის წინააღმდე თავისი რჩეული ჯარის ნაწილები. გადამეყვეტი ბრზოლა მოხდა 1520 წელს თელეთთან ყიზილბაშებმა გაიმარჯვეს და თბილისის ასაღებად შემოადგნენ, სამწუხაროდ ციხისთავი მოღალატე გამოდაგა და თურქმანთა ურდოები თბილისში შემოუშვა. იწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა ხოცვა-დატყვევება, მაგრამ ქართლის საბოლოო  დაპყრობა მაინც ვერ შეძლო. ქართველები მტერს ქვეყანაში ფეიხის მოკიდების საშვალებას არ აძლევდნენ .
1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და ირანი გაუთავებელმა შინაომებმა მოიცვა. ასეთ ვითარებაში ქართველებს ყიზილბაშების დამარცხება და ქართლიდან განდევნა არ გაძნელებიათ .  1525 წელს დავით X-მ მეფობას თავი დაანება და ბერად აღიკვეცა, ქართლის ტახტი კი ხელთ იგდო მისმა ძმამ გიორგი IX-ემ

ფილოსოფია


სოფისტები თვლიდენ რომ ობიექტური რეალობის ბუნების  შემეცნება შეუძლებელია, რომ ცოდნისა და კვლევის ერთადერთი საგანი არის საზოგადოება და ადამიანი. ასევე არ არსებობს სამუდამოდ დადენილი კანონები. ადამიანი თავისუფალი და ნეიტრალური დგას ბუნების და კოსმოსის წინაშე. ადამიანებს არაფელი განსაზღვრავენ საკუთარი გონებისა და მისწრაფებების მეტი. მისი ძალა არის ცოდნა და განათლება..  
ჭეშმარიტება არ არსებობს.

ცნობილი სოფისტები იყვნენ:
პროტაგორა (480-410) (40 წლის განმავლობას დიდი პოპულარობით სარგებლობდა ათენსი)
გორია (383-375) წამოაყენა სამი თეზისი 1. არაფელი არ არსებობს 2.კიდეც რომ არსებობდეს შეუმეცნებადი იქნება ადამიანისათვის 3. შემეცნებადიც (წვდომადიც) რომ იყოს მაინც შეუტყობინებადი აუხსნელი იქნება ადამიანისათვის
 სოფისტებმა სიბრზნის სწავლება ხელობად აქციეს თანაც მომგებიან საქმედ..  ყოველი ძალა უფლება როგორც წესი მოქალაქეთა დარწმუნებას ემყარება. , ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის კი საჭირო იყო კრებებზე საკუთარი აზრის გასაგებად და დამაჯერებლად გამოთქმის უნარი , სოფისტები სწორედ ამგვარ სიბრძნეს სთავაზობდნენ

თუ დღეს სოფისტები სალანძღავ სიტყვად ითვლება ეს სოფისტების ძლიერი მტრების: სოკრატეს პლატონის და არისტოტელეს გავლენის შეფდეგია

სოფისტები იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები (ე.ი სოფისტი) და იღებდა გასამრჯელოს თანაც დიდს

სოფისტებმა შეარყიეს რწმენა ბუნებრივი სამართლის არსებობაში, სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტების  და მცდარობის განსხვავების ობიექტურობაში.

ადამიანი თავისი ინტერესისა და მდგომარეობისა და უნარის მიხედვით სხვადასხვაგვარად ხედავს ამა თუ იმ  მოვლენას ანუ ჭეშმარიტება სწორედ ის არის რასაც ინდივიდი ხედავს მისთვის ისაა ჭეშმარიტება რასაც ხედავს ხოლო სხვიხთვის ისაა როგორათაც სხვა ხედავს
ჩვენთვის ის არსებობს რაც გვეჩვენება
დღევანდელი  ჩემი საჭიროება თუ რაიმეს ამართლებს ისაა ჭეშმარიტება ხვალ შეიძლება სხვა იყოს

მეტი ჭეშმარიტება იქნება იმას რომელც გაიმარჯვებს დასძლევს მეორეს აი ამგვარი დაძლევის ხერხებში ავარჯიშებდა სოფისტი თავის მოწაფეებს
ხოლო ამ მიზნის მიღწევის საშუალება არის ცოდნა და ამ ცოდნის მიზანდასახული გამოყენება. (ორატორული ხელოვნება) ცოდნა ძალაა მიზანი საზოგადოებაზე გაბატონება

ქართლის მეფე ლუარსაბი


ლუარსაბი I-ის გამეფების შემდეგ (1527-1556) შაჰ-თამაზმა ოთხჯერ ილაშქრა, მაგრამ ვერა და ვერ გატეხა მეფე.  ლუარსაბი მეზობელ სამეფო სამთავროებსაც ეხმარებოდა და მტერს არ აძლევდა საშვალებას ქვეყნის რომელიმე ნაწილის დაეკავებას.
მეფე ლუარსაბი მოხერხებულად სარგებლობდა ირანსა და ოსმალეთს შორის ატეხილი ომით და არც ერთ მადგანს ფეხის მოკიდების საშვალებას არ აძლევდა.
მაგრამ 1555 წ. დაიდო ამასიის ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის რის თანახმადაც დასავლეთი ოსმალეთს რჩებოდა აღმოსავლეთი კი ირანს. ირანმა კი ამით ისარგებლდა და 1556 წ. ყიზილბაშმა შაჰმა დიდი ჯარი გამოგზავნა ქართველთა ჯარი კი  მტერს  ქვემო ქართლში სოფელ გარისთან დახვდა. მეფე ხანდაზმული იყო და ამიტომ სარდლობა თავის ვაჟიშვილს სიმონს ჩააბარა თვითონ კი ერთ-ერთ გორაკზე დაბანაკდა მღვდელმთავრებთან და მოხუც დარბაისლებთან ერთად და იქედან ადევნებდა თვალყურს ბრძოლის მიმდინარეობას, სიმონის მეთაურობით მტერი სასტიკად დაამარცხეს. უკუქცეული ყიზილბაშების ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი  შემთხვევით გორაკზე დაბანაკებულ მეფეს გადაეყარა და შეტაკების შედეგად მეფე სასიკვდილოთ დაიჭრა. ამასობასი სიმონ ბატონიშვილი გამოჩნდა ქართველთა ჯარით და ეს რაზმი მთლიანად გაანადგურეს

საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად


ევროპაში ელჩობის უშედეგოდ დამთავრებას მოჰყვა ქვეყნის შიგნით მეფე-მთავრებს შორის ბრძოლის ახალი ძალით აფეთქება. ბრძოლა მესხეთის მთავარმა ყვარყვარე ჯაყელმა დაიწყო მან 1461 წელს თურქმანთა ბრძანებლის უზუნ-ჰასანის  დახმარებით თავისი მეფე დაამარცხა. ამით ისარებლა დასავლეთ საქართველოს ხელისუფალმა ბაგრატმა და მის წინააღმდე დაიწყო მოქმედება. გიორგი VIII ბაგრატის დასასჯელად იმერეთში გადავიდა მაგრამ დამარცხდა რადგან ბაგრატს დასავლეთ საქართველოს მთავრებმა მხარი დაუჭირეს ასევე მეფის ჯარშიც აღმოჩნდნენ მოღალატეები. ეს იყო საქართველოს დაშლის მომხრე ძალების წარმატება.
გიორგი VIII-მ ბაგრატის მომხრე ქართლის თავადები სასტიკად დასაჯა და სამცხის მთავრის დასამორჩილებლად გაილაშქრა ყვარყვარეც ჯარშეყრილი დახვდა ფარავნის ტბასთან, ბრძოლის წინ მეფის ბანაკში შეთქმულება გამომჟღავნდა, ამით ისარგებლა ყვარყვარემ, თავს დაესხა მოწინააღმდეგეს და მეფე ამალასთან ერთად დაატყვევა. ტყვეობას თავი დააღწია გორგის ძმისშვილმა კონსტანტინე დიმიტრის ძემ და ქუთაისში გამაგრდა. მეფის დატყვევების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტის დაუფლებისთვის ბრძოლა კონსტანტინე დიმიტრის ძემ და ბაგრატ გიორგის ძეს შორის გაჩაღდა. ქართლისა და იმერეთის თავადები ამ ორო პრეტენდენტის  გარჩემო დაჯგუფდნენ. კახეთის ერისთავებმა კი თავიანთი მთავარი დავითი გაიჩინეს.
ამით იმედოვნებდნენ რომ უფრო მეტ თავისუფლებას მოიპივებდნენ და საერისთავოები სათავადოებად  გარდაექმნათ სრული შეუვალობით და დაექვემდებარებინათ ადგილობრივი წვრილი და საშვალო ფეოდალები (აზნაურები).
ბაგრატ VI-ეს მეტი მომხრეები აღმოაჩნდა ამოტომ კონსტანტინემ დათმობა ამჯობინა და ბაგრატი ცნო მეფეთა მეფედ. ბაგრატმა კახეთის დამორჩილება სცადა მაგრამ დამარცხდა.
ყვარყვარე დარწმუნდა რომ მეფის დატყვევებით მაინდამაინც ვერეფარეს მიაღწია. მეფე გიორგი VIII გაანთავისუფლა და თან ჯარიც გააყოლა. ქართლის თავადები გიორგი VIII-ს მტრულად შეხვდნენ ცხადია ისინი შიშობდნენ რომ მეფე ღალატისთვის და ბაგრატის მიმხრობისთვის შურს იძიებდა, შედეგად მეფემ ბრძოლა წააგო და კახეთში გადავიდა სადაც უფრო მეტი მომხრეები ეგულებოდა..

საქართველო XVსაუკუნის I ნახევარში საგარეო-პოლიტიკური პირობების გაუარესება


თემურ-ლენგის სიკვდილით და მის მემკვიდრეებს შორის ატეხილი ომით კარგად ისარგებლა გიორგი VII-მ და მონღოთა წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა საქართველოს მეფემ მოარბია მოსაზღვრე ტერიტორიები და დაამარცხა და განდევნა მონღოლთა ჯარი მაგრამ ამ დროს საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ შავბატკნიან თურქმანთა ურდოები, რომლებთანაც ბრძოლაში 1407 წელს დაიღუპა  გიორგი VII ამავე წელს გამეფდა მისი ძმა კონსტანტინე I.
თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე შავბატკნიანთა თურქმანები გაბატონდნენ და იქ ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, მათმა ბრძანებელმა ყარა-იუსუფმა მორჩილება მოსთხოვა შარვანშაჰს, შარვანშაჰმა დახმარებისათვის საქართველოს მეფეს მიმართა. მეფე კონსტანტინე კი 2000- იანი ლაშქრით გაემართა მის დასახმარებლად მაგრამ მოულოდნელად თავს დაესხა ყარა-იუსუფი, დაატყვევეს და მეფე თავის ლაშქრიანად დახოცეს.  ეს მოხდა 1412 წელს.
კონსტანტინეს ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე I-მა  რომელსაც დიდი უწოდეს მან ენერგიული ღინისძიებები გაატარა საქართველოში. მეფე ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები და ბრძოლით დაიბრუნა ციხექალაქი ღორე და სივნიეთი. დანიშნა სპეციალური გადასახადი რითაც აღადგინა დანგრეული ციხეები და მონასტრები. ყურადღება მიაქცია ქართულ ეკლესიას,  მტკიცე ხელით ალაგმა ურჩი მთავრები და ზოგიერთი ერისთავთ-ერისთავების ადგილას თავისი შვილები დანიშნა -  ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი. მაგრამ ამან საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო რადგან მამას ნაკლებათ ემორჩილებოდნენ. სამეფო ოჯახში წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად 1442 წელს ალექსანდრე I-მა მეფობას თავი დაანება და ბერად აღიკვეცა. მის უშვალო მემკვიდრეს ვახტანგ IV-ს დიდხანს არ უმეფია იგი 1446 წელს გარდაიცვალა და მეფობა ხელთ იგდო მისმა ძმამ გიორგი VIII-მ (1446-1466), რომლის დროსაც ქვეყნის შიგნით ანარქია და ბრძოლები უკიდურესად გამწვავდა რასაც საბოლოოდ მოჰყვა ერთიანი საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო-სამთაროებად.
1453  წელს თურქ ოსმალთა სულთანმა მეჰმედ II-ემ იერიშით აიღო კონსტანტინეპოლი და დაამარცხა ბიზანტიის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე XI. ამის შემდეგ საქართველოს გადაეკეტა გასასვლელი დასავლეთ ევროპისაკენ და გაუმეზობლდა ოსმალეთს ასევე ევროპაც მოწყდა აღმოსავლეთს შედეად ორივე მხარე შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას რომის პაპის და საქართველოს ელჩების თხოვნა დახმარებოდნენ ევროპელი ხელმწიფენი თურქების წინააღმდეგ ომში უშედეგოთ დამთავრდა ამის შემდეგ საქართველო დიდი ხნით მოწყდა ევროპის დიდ პოლიტიკას და ფაქტიურად მარტო დარჩა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლექციების ცხრილი II სემესტრი

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი
უცხო ენა ფილოსოფია ფილოსოფია საქ.ისტორია საქ.ისტორია
ძველი აღთქმა ფილოსოფია ლიტურგიკა ძველი აღთქმა უცხო ენა
ძველი აღთქმა ქართული ენა ახალი აღთქმა ქართული ენა უცხო ენა
ლიტურგიკა ლიტურგიკა ქართ.საეკ.მწერ პედაგოგიკა ახალი აღთქმა
საქ.ისტორია
ქართ.საეკ.მწერ პედაგოგიკა ახალი აღთქმა

სემინარების სია

ლიტურგიკა ახალი აღთქმა ძველი აღთქმა საქართველოს ისტორია ფილოსოფია ქარ. საეკ. მწე. ქართული ენა პედაგოგიკა
I-სემინარი 11 თებერვალი (სამშ) I-სემინარი 21 თებერვალი (პარა)I-სემინარი 13 თებერვალი (ხუთ)I-სემინარი 17 თებერვალი (ორშ)I-სემინარი 19 (ოთხ) თებერვალიI-სემინარი 19 თებერვალი (ოთხ)I-სემინარი 25 თებერვალი (სამშ) I-სემინარი 20 თებერვალი (ხუთ) 
II-სემინარი 18 თებერვალი (სამშ)II-სემინარი 11 მარტი (ოთხშ)II-სემინარი 27 თებერვალი (ხუთ)II-სემინარი 20 თებერვალი (ხუთ)II-სემინარი 18 მარტი (ოთხ)II-სემინარი 18 მარტი (ოთხ)II-სემინარი 26 მარტი (ხუთ)I-სემინარი 19 მარტი (ხუთ)
III-სემინარი 25 თებერვალი (სამშ)III-სემინარი 20 მარტი (პარა)III-სემინარი 19 მარტი (ხუთ)III-სემინარი 16 მარტი (ორშ)III-სემინარი 29 აპრილი (ოთხ)III-სემინარი 13 მაისი (ოთხ)III-სემინარი 14 მაისი (ხუთ)I-სემინარი 14 მაისი (ხუთ)
IV-სემინარი 17 მარტი (სამშ)IV-სემინარი 1 მაისი (პარა)IV-სემინარი 6 აპრილი (ორშ)IV-სემინარი 19 მარტი (ხუთ)IV-სემინარი 20 მაისი (ოთხ)IV-სემინარი 27 მაისი (ოთხ)IV-სემინარი 2 ივნისი (სამშ)I-სემინარი 21 მაისი (ხუთ)
V-სემინარი 28 აპრილი (სამშ)V-სემინარი 22 მაისი (პარა)V-სემინარი 30 აპრილი (ხუთ)V-სემინარი 8 მაისი (პარ)



VI-სემინარი 11 მაისი (ორშ)VI-სემინარი 7 მაისი (ხუთ)VI-სემინარი 11 მაისი (ორშ)



VII-სემინარი 19 მაისი (სამშ)VII-სემინარი ზმუკიVII-სემინარი 29 მაისი (პარ)



VIII-სემინარი 27 მაისი (ოთხ)VIII-სემინარი 21 მაისი (ხუთ)